მომზადების ეტაპები
-
გარეცხეთ ხუჭუჭა კომბოსტო (kale) და დახიეთ ფოთლები რაც შეიძლება პატარა ნაწილებად.
-
გარეცხეთ და წვრილად დაჭერით ნიახურის ღეროები. გარეცხეთ სტაფილო და ძალიან წვრილად გახეხეთ. მოაცალეთ კანი პომიდორს, გამოარჩიეთ თესლები და დაჭერით.
-
დაასხით ბოსტნეულს ბულიონი, დაუმატეთ ლობიო და საშუალო ცეცხლზე დატოვეთ თავდახურული 2 საათის განმავლობაში.
-
დაჭერით ბეკონი კუბებად. წვრილად დაჭერით ხახვი და ბრინჯთან, კარაქსა და ბეკონთან ერთად მოთუშეთ 3 წუთის განმავლობაში. დაუმატეთ წითელი ღვინო და ურიეთ მუდმივად, სანამ ღვინო სრულად აორთქლდება.
-
დაუმატეთ ბულიონი და ლობიო და დატოვეთ ცეცხლზე კიდევ 15 წუთი, ურიეთ განუწყვეტლივ.
-
შეაზავეთ მარილით და პილპილით თქვენი გემოვნების მიხედვით და, სანამ მიირთმევთ რამოდენიმე წუთი გააგრილეთ.