მომზადების ეტაპები
-
პირველ რიგში, დაჭერით 1წითელი წიწაკა კუბებად და მეორე წვრილ ნაჭრებად. წვრილად დაჭერით ხახვი, ლიმონი და ლაიმი კი ნახევრად. შეკმაზეთ ორაგული მარილით, წიწაკით, არომატული მწვანილებით, როზმარინით, ზეითუნის ზეთითა და ლიმონის წვენით. გაცხელებულ გრილზე მოასხით ცოტა ზეთი, შემდგომ მოათავსეთ ორაგული და დატოვეთ 5-8 წუთის განმავლობაში იმის მიხედვით თუ რა სისქისაა თევზი, მოათავსეთ ლიმონის ნახევარი და მეორე ნახევარი მოასხით ორაგულს
-
თევზისთვის მოამზადეთ გარნირი წვრილად დაჭრილი ხახვით. ხახვი შეწვით ზეითუნის ზეთში და ცოტა კარაქში, დაამატეთ წითელი წიწაკის კუბები და შეკმაზეთ ყველაფერი მარილითა და წიწაკით. აიღეთ წინასწარ გაწურული სიმინდი, აურიეთ და მოასხით თეთრი ღვინო. 3 წუთის შემდეგ დაამატეთ თაფლი, ტკბილი ჩილი სოუსი, 1 ჭიქა ბოსტნეულის ნახარში, ოხრახუში და 5-10 წუთის განმავლობაში დაელოდეთსანამ წითელი წიწაკა ცოტათი არ დარბილდება.
-
მოამზადეთ ორაგულის სოუსი მზესუმზირის თესლებით, რომელიც გააცხელეთ ზეთში, შემდეგ დაამატეთ წითელი წიწაკის ნაჭრები, თეთრი ღვინო და შეკმაზეთ ყველაფერი მარილითა და წიწაკით. შემდეგ დაამატეთ ფრანგული მდოგვი, თაფლი და ბოსტნეულის ნახარში. მოხარშეთ კარგად, შემდეგ დააბლენდერეთ. მოათავსეთ ეფშზესიმინდი წიწაკით, შემდეგ ორაგული და წიწაკის სოუსი. დეკორაცია გააკეთეთალუბლის ყუნწით, როზმარინის ფოთლებითა და ბოლოკით