მომზადების ეტაპები
-
მოამზადეთ სპაგეტი საკმაოდ მარილიან წყალში, ისე რომ ოდნავ მკვრივი იყოს, ოღონდ არა მაგარი (ამას იტალიელები „al dente”-ს უწოდებენ, რაც კბილისათვის ნიშნავს) და შემდეგ გადაწურეთ.
-
მოაცალეთ პომიდორს კანი, თესლები და დაჭერით. დანაყეთ ნიორი, გარეცხეთ ოხრახუში და დაჭერით.
-
გადაუწურეთ თინუსს ზეთი და პატარა ნაწილებად დაჭერით.
-
გააცხელეთ, ტაფა და მოშუშეთ ნიორი, თინუსი, პომიდორი და მწიკვი პილპილი. დატოვეთ ცეცხლზე 10 წუთის განმავლობაში.
-
დაუმატეთ პასტა და დაბალ ცეცხლზე განაგრძეთ მომზადება 4 წუთის განმავლობაში. აურიეთ ყველაფერი ერთად.
-
მირთმევის წესი:მოაყარეთ ოხრახუში და ლიმნის ქერქი და მიირთვით.