მომზადების ეტაპები
-
კარგად გარეცხეთ ლობიო გამდინარე წყალში და საშუალო ცეცხლზე მოხარშეთ.
-
საჭიროების შემთხვევაში რამოდენიმეჯერ დაუმატეთ წყალი, რათა არ დაიწვას ლობიო.
-
როდესაც ლობიო მომზადდება, წვენი გადაღვარეთ სხვა ჭურჭელში.
-
გაატარეთ ნიგოზი ნიორთან და მწვანილებთან ერთად.
-
დაუმატეთ ხმელი ქინძი დანაყულ მასას და ცოტაოდენი ლობიოს წვენით გააზავეთ.
-
ლობიოს მარცვლებს ზემოდან დაასხით ნიგვზის ნარევი ისე, რომ სრულად არ დაფაროს და ამოურიეთ.
-
დაუმატეთ ცოტაოდენი ბროწეულის მარცვლები და შეაზავეთ მარილითა და პილპილით.
-
სუფრასთან: მომზადებული კერძი ცოტა ხნის განმავლობაში დატოვეთ გასაგრილებლად. სუფრასთან მიიტანეთ სალათის ფოთლებით გაწყობილი და შესთავაზეთ სტუმრებს ხორციან კერძებთან ერთად.