This website uses cookies. By using this website you consent to our cookie policy.

More details

ბონდუელის კოლაბორაცია ფუდბლოგერებთან

ბონდუელის კოლაბორაცია ფუდბლოგერებთან

4 საათი მინდვრიდან ქილამდე და 40 წუთამდე გემრიელი კერძისთვის!

2021 წლის მარტიდან კომპანია ბონდუელისა და ფუდბლოგერების: მასტერშეფის მეორე სეზონის გამარჯვებულ ნუცა სურგულაძისა და ბლოგ „ლეთს ქუქის“ ავტორის, მედეა ჩუბინიძის, კოლაბორაცია დაიწყო. 

ცნობილი ფუდბლოგერები ამ პარტნიორობის შედეგად კულინარიის მოყვარულებს საინტერესო და გემრიელ რეცეპტებს შესთავაზებენ ბონდუელის პროდუქციის გამოყენებით.

კულინარიის ინფლუენსერების ბლოგების მეშვეობით მკითხველს საშუალება აქვს ისწავლოს ისეთი გემრიელი და ადვილად მოსამზადებელი კერძების მომზადება, როგორებიცაა: ბურიტო; ფოკაჩა ზეთისხილით; მწვანე ბარდის კრემსუპი პიტნით; პასტა ბარდის სოუსით; ოსპის ბერძნული სალათი; ქათმის ღვეზელი ბარდით; ომლეტის მაფინები; მექსიკური სალსა ნაჩოს ჩიფსებით; პასტა პუტანესკა; ზეთისხილის ტაპენადე; სიმინდის სალათი კინოათი და სხვა მადისაღმძვრელი კერძების რეცეპტები.

გაგაცნობთ ახალგაზრდა და კრეატიულ ფუდბლოგერებს და მათ ბლოგებს

ნუცა სურგულაძე:

www.facebook.com/nutsamasterchef

www.instagram.com/nutsasia

მედეა ჩუბინიძე (letscook.ge):

www.facebook.com/letsCook.ge

https://www.instagram.com/medeas_blog/

https://letscook.ge

LetsCookGe - YouTube

ნუცა სურგულაძე - 22 წლის მზარეული და ფუდბლოგერი.

ნუცამ კულინარიული განათლება  საფრანგეთში, კულინარიულ სკოლაში მიიღო, შემდეგ კი მუშაობდა ბორდოსა და პარიზში, ისეთ ცნობილ შეფებთან, როგორებიც არიან გორდონ რემსი და გი სავუა.

სწავლის დამთავრების შემდეგ ნუცა საქართველოში ჩამოვიდა, სადაც მონაწილეობა მიიღო და გაიმარჯვა საერთაშორისო კულინარიულ პროექტ „მასტერშეფ საქართველო“-ს მეორე სეზონში.

ამ გამარჯვების შემდეგ ნუცამ საკუთარი კულინარიული ბლოგი გააკეთა, რომლის საშუალებითაც მაყურებელს უზიარებს გემრიელ და საინტერესო რეცეპტებს.

ნუცა: „ძალიან მიხარია ისეთ ცნობილ და ხარისხიან ბრენდთან თანამშორმლობა, როგორიც ბონდუელია. მისი პროდუქტები კონსერვაციას მოსავლის აღებიდან 4 საათში გადის, რაც იმას ნიშნავს, რომ პროდუქტებს ყველა ის სასარგებლო თვისება აქვს შენარჩუნებული, რომელიც ჩვენს ორგანიზმს სჭირდება.

ბონდუელის ჯანსაღი და გემრიელი პროდუქტებით ბევრ ძალიან საინტერესო და მარტივ რეცეპტს შევთავაზებ ჩემს მკითხველს და დარწმუნებული ვარ რომ, ისინიც სიხარულით მოამზადებენ ასეთ კერძებს“.

კულინარიულ სფეროში კიდევ უფრო მეტი ცოდნისა და გამოცდილების მისაღებად, ნუცა მომავალში კვლავ აპირებს უცხოეთში გამგზავრებას. ბონდუელი წარმატებებს უსურვებს ნუცას დიდ კულინარიულ გზაზე.

მედეა ჩუბინიძე - 23 წლის ფუდბლოგერი და მომავალი ექიმი

მედეა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის მე-6 კურსის სტუდენტია და პროფესიული საქმიანობის პარალელურად გატაცებულია კულინარიით. უკვე 8 წელია კულინარიულ ბლოგზე letscook.ge და სოციალურ მედია არხებზე მკითხველს უზიარებს საინტერესო რეცეპტებს.

ძალიან მიხარია ასეთი დიდი ისტორიის მქონე და უმაღლესი დონის ბრენდთან კოლაბორაცია. ბონდუელის პროდუქტების მოყვანა ხდება მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა რეგიონებში და ისინი არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს, კონსერვანტებსა და დანამატებს. ამ პროდუქტებით ბევრი საინტერესო კერძის მოზადება შეძლება და დარწმუნებული ვარ მკითხველს ძალიან მოეწონება ჩვენი გემრიელი, მარტივი და სასარგებლო რეცეპტები“.

მედეა მომავალი ენდოკრინოლოგია და სურს ნუტრიციოლოგიის შესწავლაც, რაც საშუალებას მისცემს მისი ჰობი და პროფესია სასარგებლოდ და საინტერესოდ დაუკავშიროს ერთმანეთს.

ამ ყველაფერთან ერთად, მედეა საკუთარ კაფეზე ოცნებობს, რომელიც ყველასგან განსხვავებული კონცეფციის იქნება.

ბონდუელი მედეას ოცნების ასრულებას და წარმატებას უსურვებს.

თვალყური ადევნეთ ნუცას და მედეას ბლოგებს და მოუწყვეთ ზეიმი თქვენს რეცეპტორებს! ეწვიეთ ბონდუელის YouTube არხს და აღმოაჩინეთ კიდევ უფრო მეტი რეცეპტი!

Recipes that might interest you

ბადრიჯნის როლები ბარდით და ნიგვზის პასტით

A wonderful dish, easy to prepare. The unique taste of eggplant is perfectly complemented by that of sweet peas

2 persons 30-45 min Easy
ორიგინალური მითბოლები (ხორცის ბურთები) კიტრის მწნილით

კლასიკური მითბოლები ახალი გზით შეგიძლიათ მიაწოდოთ!

2 persons 30-45 min Hard
დამარინადებული ორაგული
დამარინადებული ორაგული

დამარინადებული ორაგული საუცხოო გემოთი.

3 persons over 45 min Medium
სალათი სიმინდი ბიოთი და ხილით
სალათი სიმინდი ბიოთი და ხილით

შესანიშნავი საუზმე დილისათვის

2 persons under 15 min Easy
ბონდუელის კოლაბორაცია ფუდბლოგერებთან

ბონდუელის კოლაბორაცია ფუდბლოგერებთან

4 საათი მინდვრიდან ქილამდე და 40 წუთამდე გემრიელი კერძისთვის!

2021 წლის მარტიდან კომპანია ბონდუელისა და ფუდბლოგერების: მასტერშეფის მეორე სეზონის გამარჯვებულ ნუცა სურგულაძისა და ბლოგ „ლეთს ქუქის“ ავტორის, მედეა ჩუბინიძის, კოლაბორაცია დაიწყო. 

ცნობილი ფუდბლოგერები ამ პარტნიორობის შედეგად კულინარიის მოყვარულებს საინტერესო და გემრიელ რეცეპტებს შესთავაზებენ ბონდუელის პროდუქციის გამოყენებით.

კულინარიის ინფლუენსერების ბლოგების მეშვეობით მკითხველს საშუალება აქვს ისწავლოს ისეთი გემრიელი და ადვილად მოსამზადებელი კერძების მომზადება, როგორებიცაა: ბურიტო; ფოკაჩა ზეთისხილით; მწვანე ბარდის კრემსუპი პიტნით; პასტა ბარდის სოუსით; ოსპის ბერძნული სალათი; ქათმის ღვეზელი ბარდით; ომლეტის მაფინები; მექსიკური სალსა ნაჩოს ჩიფსებით; პასტა პუტანესკა; ზეთისხილის ტაპენადე; სიმინდის სალათი კინოათი და სხვა მადისაღმძვრელი კერძების რეცეპტები.

გაგაცნობთ ახალგაზრდა და კრეატიულ ფუდბლოგერებს და მათ ბლოგებს

ნუცა სურგულაძე:

www.facebook.com/nutsamasterchef

www.instagram.com/nutsasia

მედეა ჩუბინიძე (letscook.ge):

www.facebook.com/letsCook.ge

https://www.instagram.com/medeas_blog/

https://letscook.ge

LetsCookGe - YouTube

ნუცა სურგულაძე - 22 წლის მზარეული და ფუდბლოგერი.

ნუცამ კულინარიული განათლება  საფრანგეთში, კულინარიულ სკოლაში მიიღო, შემდეგ კი მუშაობდა ბორდოსა და პარიზში, ისეთ ცნობილ შეფებთან, როგორებიც არიან გორდონ რემსი და გი სავუა.

სწავლის დამთავრების შემდეგ ნუცა საქართველოში ჩამოვიდა, სადაც მონაწილეობა მიიღო და გაიმარჯვა საერთაშორისო კულინარიულ პროექტ „მასტერშეფ საქართველო“-ს მეორე სეზონში.

ამ გამარჯვების შემდეგ ნუცამ საკუთარი კულინარიული ბლოგი გააკეთა, რომლის საშუალებითაც მაყურებელს უზიარებს გემრიელ და საინტერესო რეცეპტებს.

ნუცა: „ძალიან მიხარია ისეთ ცნობილ და ხარისხიან ბრენდთან თანამშორმლობა, როგორიც ბონდუელია. მისი პროდუქტები კონსერვაციას მოსავლის აღებიდან 4 საათში გადის, რაც იმას ნიშნავს, რომ პროდუქტებს ყველა ის სასარგებლო თვისება აქვს შენარჩუნებული, რომელიც ჩვენს ორგანიზმს სჭირდება.

ბონდუელის ჯანსაღი და გემრიელი პროდუქტებით ბევრ ძალიან საინტერესო და მარტივ რეცეპტს შევთავაზებ ჩემს მკითხველს და დარწმუნებული ვარ რომ, ისინიც სიხარულით მოამზადებენ ასეთ კერძებს“.

კულინარიულ სფეროში კიდევ უფრო მეტი ცოდნისა და გამოცდილების მისაღებად, ნუცა მომავალში კვლავ აპირებს უცხოეთში გამგზავრებას. ბონდუელი წარმატებებს უსურვებს ნუცას დიდ კულინარიულ გზაზე.

მედეა ჩუბინიძე - 23 წლის ფუდბლოგერი და მომავალი ექიმი

მედეა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის მე-6 კურსის სტუდენტია და პროფესიული საქმიანობის პარალელურად გატაცებულია კულინარიით. უკვე 8 წელია კულინარიულ ბლოგზე letscook.ge და სოციალურ მედია არხებზე მკითხველს უზიარებს საინტერესო რეცეპტებს.

ძალიან მიხარია ასეთი დიდი ისტორიის მქონე და უმაღლესი დონის ბრენდთან კოლაბორაცია. ბონდუელის პროდუქტების მოყვანა ხდება მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა რეგიონებში და ისინი არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს, კონსერვანტებსა და დანამატებს. ამ პროდუქტებით ბევრი საინტერესო კერძის მოზადება შეძლება და დარწმუნებული ვარ მკითხველს ძალიან მოეწონება ჩვენი გემრიელი, მარტივი და სასარგებლო რეცეპტები“.

მედეა მომავალი ენდოკრინოლოგია და სურს ნუტრიციოლოგიის შესწავლაც, რაც საშუალებას მისცემს მისი ჰობი და პროფესია სასარგებლოდ და საინტერესოდ დაუკავშიროს ერთმანეთს.

ამ ყველაფერთან ერთად, მედეა საკუთარ კაფეზე ოცნებობს, რომელიც ყველასგან განსხვავებული კონცეფციის იქნება.

ბონდუელი მედეას ოცნების ასრულებას და წარმატებას უსურვებს.

თვალყური ადევნეთ ნუცას და მედეას ბლოგებს და მოუწყვეთ ზეიმი თქვენს რეცეპტორებს! ეწვიეთ ბონდუელის YouTube არხს და აღმოაჩინეთ კიდევ უფრო მეტი რეცეპტი!

Ecommerce Modal Title
Ecommerce Modal Description