ბოსტნეულის ფერი - რას ნიშნავს?

ბოსტნეული მის შემადგენლობაში არსებული საღებავის ქიმიური სტრუქტურის მიხედვით ოთხ ძირითად ჯგუფად იყოფა:

  • ქლოროფილები
  • კაროტენოიდები
  • ბელატადინები
  • ფლავონოიდები

ქლოროფილები

ქლოროფილი მცენარის მწვანე პიგმენტია. ყოველ მცენარეში მზის სხივების მეშვეობით მიმდინარეობს ფოტოსინთესის პროცესი, რომელიც მათი ზრდის ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორია. ის არანაკლებად მნიშვნელოვანია ადამიანის ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. მას ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო თვისებები გააჩნია და ჭრილობების სწრაფ შეხორცებას უწყობს ხელს. ამასთან, ორგანიზმისათვის ის მაგნიუმის წყაროა და ხელს უწყობს სისხლის მიერ უჯრედების ჟანგბადით მომარაგებას, ამიტომ მას ათეროსკლეროზის საწინააღმდეგო მოქმედებაც გააჩნიათ. ქლოროფილები მნიშვნელოვანი სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედებითაც ხასიათდება, ვინაიდან ისინი ორგანიზმს ტოქსინებისა და სხვადასხვა წამლის გვერდითი მოვლენებისაგან იცავენ.

კაროტინოიდები

კაროტინოიდები ბოსტნეულს, ხილსა თუ ყვავილებს ყვითელ-სტაფილოსფერ შეფერილობას აძლევს. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანა: ბეტა-კაროტინი, ლიკოპენი, ქსანტოფილი, ლუთეინი და ზეაქსანტინი. ადამიანის ორგანიზმში კაროტინოიდები მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს: უპირველეს ყოვლისა, კარტოტინოიდი არის კარგი ანტიოქსიდანტი, ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს. ის ამცირებს მრავალი სიმსივნის მსგავსი დაავადების განვითარების რისკს. კაროტინოიდები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თვალის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. ისინი ამცირებენ ისეთი დაავადებების განვითარების რისკს, როგორიცაა ხალის დეგენერაცია, კატარაქტა და ბადურის დეგენერაცია. სხვადასხვა კვლევებით ასევე დასტურდება, რომ ეს პიგმენტები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის შემცირებისათვის.

Vegetable color

ბელატადინები

ბელატადინები არცთუ ისე პოპულარული პიგმენტია. მათ მცენარეთა შედარებით მცირე ჯგუფი გამოიმუშავებს. ისინი მცენარეებს ყვითელ, სტაფილოსფერ, წითელ და იასამნისფერ შეფერილობას აძლევს. ამ ჯგუფის ფარმაკოლოგიური უპირატესობები მათ ანტიოქსიდანტურ თვისებებთანაა დაკავშირებული. კვლევებმა აჩვენა, რომ ბელატადინები ამცირებს ორგანოთა დაზიანების რისკს ჟანგვითი სტრესის მოხსნის გზით, რაც თავისუფალ რადიკალებსა და ანტიოქსიდანტებს შორის დისბალანსითაა განპირობებული. ამასთან, ეს ჯგუფი თავისუფალი რადიკალების გაუვნებლებით აფერხებს უჯრედში ლიპიდურ ოქსიდაციას.

ფლავონოიდები

ფლავონოიდები ყვავილების, ბოსტნეულისა თუ ხილის ძირითადი პიგმენტია. ისინი მრავალ ფერს აერთანებს. ფლავონოიდების ყველაზე ხშირი წარმომადგენელია ანტოციანინი - ნივთიერება, რომლის ბიოლოგიური აქტივობა სისხლძარღვებსა და სისხლის მომიქცევის სისტემასთანაა დაკავშირებული. ცნობილია, რომ ანტოციანინი ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს და შედედების საწინააღმდეგო მოქმედება გააჩნია. მას ასევე დადებითი გავლენა აქვს მიოკარდიუმის ცირკულაციაზე, რის გამოც ისინი ხშრად გამოიყენება, როგორც კორონარული დაავადებების მკურნალობის ალტერნატივა. ბოლო დროინდელი კვლევებით დასტურდება, რომ ფავონოიდებს ანტიოქსიდანტური ეფექტიც გააჩნია, ამიტომ ხშრად გამოიყენა, როგორც ბუნებრივი ანტიოქსიდანტები თავისუფალი რადიკალების გასაუვნებელყოფად, რაც სიმსივნესა და უჯრედის დაბერებას იწვევს. ფლავონოიდებს აქვს უნარი, მიიმაგროს მძიმე ლოთონები და ორგანიზმიდან გამოდევნოს ისინი. 

რეცეპტები, რომლითაც შესაძლოა, დაინტერესდეთ

კომბოსტოს სალათი

კომბოსტოს სალათი

კომბოსტოს სალათის რეცეპტი.

4 ადამიანი 30-45 წუთი მარტივი
წითელი ლობიო ნიგვზით

წითელი ლობიო ნიგვზით

ფართოდ გავრცელებული ქართული კერძი.

3 ადამიანი 30-45 წუთი მარტივი
"ჩოპსალათი"

"ჩოპსალათი"

მიმზვიდველი, უგემრიელესი, სალათი გურმანებისთვის.

4 ადამიანი 45 წუთზე მეტი მარტივი
მწვანე ლობიო კვერცხით

მწვანე ლობიო კვერცხით

უგემრიელესი, იოლად მოსამზადებელი საზაფხულო კერძი.

3 ადამიანი 45 წუთზე მეტი მარტივი