
დაიკელით კილოგრამები
ეს დიეტა მათთვისაა, ვისაც სისტემატიურად სურს წონაში დაკლება: ყოველთვე რამდენიმე კილოგრამი

იოლად გამოსაყენებელი
2000-კალორიანი დიეტის პრინციპი:
- დღეში ექვსჯერადი კვება
- არანაირი ალკოჰოლი
- არანაირი ნამცხვარი, ტკბილეული და ა.შ.
- დიდი რაოდენობით წყალი - დაახლოებით 2 ლიტრი დღეში.
- მრავალნაირი საკვები
- არანაირი წახემსება (ჩიფსები ან სხვა)

რა არის ეს?
ძალიან იოლი შესასრულებელია და თქვენ არ დაგტანჯავთ შიმშილის შეგრძნება. ყოველდღიურად მიღებული კალორიების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 2000-ს. ინტენსიურ ყოველდღიურ ფიზიკურ აქტივობასთან ერთად ეს დიეტა საშუალებას მოგცემთ, ყოველთვიურად 2-3 კგ დაიკლოთ.
პირველი დღე
საუზმე: ერთი ჭიქა რძიანი ჩაი, ფუნთუშა
ლანჩი: ფინჯანი ჩაი, ორი ნაჭერი შავი ან რუხი პური სოსისით.
სადილი: ქათმის წვნიანი, მოწალული ბოსტნეული, ერთი ჭიქა ბოსტნეულის წვენი
საღამოს: ერთი ჭიქა პომიდვრის წვენი
ვახშამი: ერთი ჭიქა რძე, ფუნთუშა, ხაჭო
მეორე დღე
საუზმე: ერთი ჭიქა რძიანი ჩაი, ფუნთუშა, კვერცხი შაშხით
ლანჩი: ერთი ჭიქა ყავა (უშაქრო), ბანანის სენდვიჩი
სადილი: ქათმის სალათი პასტის გარნირით, ფორთოხალი
საღამოს: 3 ცალი ვაფლის ორცხობილა არაჟნით
ვახშამი: შემწვარი ქათმის ნაჭერი, კარტოფილის პიურე, ბოსტნეულის სალათი ზეითუნის ზეთით, სოუსი
მესამე დღე
საუზმე:
- ერთი ჭიქა ბოსტნეულის წვენი, ერთი ნაჭერი პური
- 2 ნაჭერი პური, ყველი, ვაშლი
- ბოსტნეულის წვნიანი, ჭარხლის ნაჭერი, 2 მოხარშული კარტოფილი, სალათის ფოთოლი ოლივიეს სოუსით
- ერთი ჭიქა სტაფილოს წვენი, ფხვიერი ნამცხვრის ნაჭერი
- კერი (curry) მოხალული ბრინჯით
- ხორცის შემთხვევაში პორციაში არ უნდა იყოს 150 გ-ზე მეტი
- წვნიანი არ უნდა აღემატებოდეს 350 მლ-ს
- ხილი 150 გ-მდე
- ბოსტნეული – 300 გ-მდე
- კარტოფილი – 150 გ-მდე