ფიზიკური აქტივობა

ყველა ვთანხმდებით, რომ ფიზიკური აქტივობა ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა რეგულარულად ძალიან ცოტა ადამიანი მიჰყვება სპორტის რაიმე სახეობას. ყველას შეუძლია, იპოვოს რამე შესაფერისი. ჩვენი ჯანმრთელობისთვის ყველაზე ეფექტური და სასარგებლოა გარეთ, სუფთა ჰაერზე შესრულებული ვარჯიშები. თუმცა თავისუფალი დროის ასეთი ფორმით გატარება ჩვენში არაა გავრცელებული, მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა ისეთივე მავნებელია, როგორც მოწევა ან ქოლესტერინის მაღალი დონე. 

სავარჯიშოები, ფიზიკური აქტივობები და ჩვენი ჯანმრთელობა

რეგულარული ფიზიკური აქტივობა ყველაზე იაფი და ეფექტური გზაა სხვადასხვა დაავადების თავიდან ასაცილებლად. ფიზიკური აქტივობა აუმჯობესებს ჩვენს ჯანმრთელობას მრავალი მიმართულებით:

  • ამცირებს გულისცემის სიხშირეს
  • ამცირებს სისხლძარღვთა დაავადებების რისკს
  • ზრდის ძვლოვან მასას
  • გვიცავს ოსტეოპოროზისაგან

ფიზიკური აქტივობა და ფსიქიკური ჯანმრთელობა

ფიზიკური აქტივობების დადებითი გავლენა ასევე შეგვიძლია დავინახოთ ფსიქოლოგიურ ასპექტში. ვარჯიში ამცირებს შიშს, მნიშვნელოვანი დამხმარეა დეპრესიასთან ბრძოლაში, აუმჯობესებს ძილის ხარისხს. ფიზიკურ დატვირთვას სინერგიული ეფექტი აქვს, როდესაც იგი ადამიანების ჯგუფთან ერთად მიმდინარეობს. ფიზიკური აქტივობა ასევე ყოველდღიური პრობლემებისა და სტრესისგან თავის დაღწევის კარგი საშუალებაა - შემეცნების უნარსაც აუმჯობესებს და, რაც მთავარია, განწყობასაც შვენის.

ფიზიკური აქტივობები და დიეტა

ფიზიკური აქტივობები ზრდის სხეულის მიერ კალორიების წვის პროცესს, რაც გვეხმარება წონის დაკლებასა და სათანადო ფორმის შენარჩუნებაში. რეგულარული ვარჯიში დადებითად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე, ამცირებს მადას და ეხმარება სხეულს ცხიმის შემცირებაში. ფიზიკური ვარჯიში საშუალებას გვაძლევს არა მარტო კარგად გამოვიყურებოდეთ, არამედ კარგადაც ვგრძნობდეთ თავს და ავიცილოთ ჭარბ წონასთან დაკავშირებული პრობლემები.

დამატებითი სარგებელი

თუ ჯანმრთელობის უპირატესობები საკმარისი მიზეზი არ არის თქვენთვის, იყოთ აქტიური, შესაძლოა ვარჯიშის ზეგავლენა ლიბიდოზე უკეთეს არგუმენტად მოგეჩვენოთ. როდესაც სპორტით ვართ დაკავებული, ჩვენს სექსუალურ ენერგიაზე პასუხისმგებელი ჰორმონი თავისუფლდება. სპორტს ასევე დიდი გავლენა აქვს ფიზიკურ გარეგნობაზე.

ამიტომ დაკავდით სპორტით, რათა იყოთ ჯანმრთელი, ყოველთვის ფორმაში და დიდხანს შეინარჩუნოთ ახალგაზრდობა. უკეთესია, სცადოთ სხვადასხვა ტიპის ვარჯიში და ფიზიკური აქტივობა, რათა საბოლოოდ თქვენთვის შესაფერისი შეარჩიოთ.

  • აერობიკა - თითქმის მთელი კუნთოვანი მასის რიტმული ვარჯიშები, რომელიც ზრდის ორგანიზმის მიერ ჟანგბადის მოთხოვნას.
  • წყლის აერობიკა - რეკომენდებულია ხანში შესული ადამიანებისთვის, რომლებიც აქტიურად ვერ მიყვებიან სპორტს.
  • კალანეტიკსი - გასართობი ტიპის ვარჯიშები, რომელიც შეიძლება სახლშიც შესრულდეს.
  • პილატესი - წარმოდგენილია განმეორებითი ტიპის მოძრაობების სერიით, რომელშიც ჩართულია როგორც სხეული, ასევე გონება. იგი დადებითად მოქმედებს ფიზიკურ ჰარმონიაზე და შეესაბამება სხვადასხვა ასაკის ადამიანებს მომზადების განსხვავებული დონეებით.
  • ფიტნესი - ვარჯიშის სახეობა, რომელიც შედგება სუნთქვისა და წონის ვარჯიშებისგან, ამასთან მოითხოვს დიეტის დაცვას.
  • იოგა - აღიქმება როგორც სხეულისა და გონების სრულყოფის მეთოდი, რაც შემდგომში ცხოვრების წესად ყალიბდება
  • ტაი ჩი - ტრადიციულ ჩინურ მეთოდებზე დაფუძნებული ფიზიკური ვარჯიში, რაც ძირითად კონცენტრაციას ახდენს მედიტაციაზე.
  • ფიტბოლი - ვარჯიშის უსაფრთხო ფორმა, დაკავშირებული გართობასთან; განსაკუთრებით რეკომენდებულია ხანშიშესული ადამიანებისთვის, ასევე ქალებისთვის ორსულობის და მის შემდგომ პერიოდში.
  • საფეხურები - აერობიკის ვარიაცია, ინტენსიური მოძრაობების ფორმა, რაც ეხმარება ორგანიზმს კალორიების დაწვაში, ზედმეტი ცხიმების მოშორებაში; ასევე ჩართულია აქტივობები, რაც აუმჯობესებს სისხლძარღვოვან სისტემის ფუნქციონირებას.
  • გაჭიმვა – ამცირებს კუნთების მგრძნობელობას ტკივილისადმი, გვიცავს სხვადასხვა დაზიანებისგან და გვეხმარება დაძაბულობის მოხსნაში.
  • ძუნძული – ნელი ტემპით სირბილი. ეს პოპულარული აქტივობა არ მოითხოვს რაიმე განსაკუთრებულ ადგილს ან ხელსაწყოს, ანდა რთული სახის ვარჯიშებს.
  • მუცლის ცეკვა – აძლიერებს კუნთებს და აყალიბებს  სხეულის ლამაზ ფორმებს.

რეცეპტები, რომლითაც შესაძლოა, დაინტერესდეთ

იხვი ჩინურად

იხვი ჩინურად

ყველაზე ცნობილი ჩინური კერძი.

4 ადამიანი 45 წუთზე მეტი რთული
კრევეტები ბოსტნეულით

კრევეტები ბოსტნეულით

კრევეტების მომზადების იაპონური რეცეპტი.

3 ადამიანი 45 წუთზე მეტი რთული
კომბოსტოს სალათი

კომბოსტოს სალათი

კომბოსტოს სალათის რეცეპტი.

4 ადამიანი 30-45 წუთი მარტივი
ხაჭაპური

ხაჭაპური

ქართული სამზარეულოს მარგალიტი.

1 ადამიანი 45 წუთზე მეტი მარტივი