
სხვა ქვეყნების სამზარეულოებთან შედარებით მასში თითქმის არ გამოიყენება სანელებლები და მზადდება ბრინჯის, სოიოს პროდუქტების, თევზის, ზღვის წყალმცენარეებისა და ბოსტნეულის გამოყენებით. იაპონური სამზარეულო ცნობილია მარტივი, ლამაზად მომზადებული კერძებით, სადაც არც ერთი ინგრედიენტი არ ფარავს დანარჩენების გემოს.
სუში

ნატურალური და ჰარმონიული...
სუშის სახეობები:
იაპონური ჭამის წესები
- არასოდეს მიაწოდო საჭმელი სხვას შენი ჩხირებით (ამას უკავშირებენ ბუდისტურ დაკრძალვის რიტუალს, რომლის დროსაც მონაწილეები ერთმანეთს გადააწვდიან გარდაცვლილის ფერფლით სავსე ყუთს); თუ საკვების გაზიარება გსურთ, მიაწოდეთ თეფშით და იგი თვითონ აირჩევს.
- თუ ერთი თეფშიდან აპირებთ ჭამას, გამოიყენეთ ჩხირების ორივე ბოლო.
- სუში შეიძლება ხელით იჭამოს, საშიმი – მხოლოდ ჩხირების გამოყენებით.
- ყოველთვის ეცადეთ ჩხირები არა შუა, არამედ ბოლო ნაწილით დაიკავოთ.
- არასოდეს გამოიყენოთ ჩხირები თეფშის თქვენკენ მოსაწევად.
- არ მოკბიჩოთ საჭმლის ნაწილი და დანარჩენი თეფშზე არ დააბრუნოთ;
- არ მოითხოვოთ დანა.
- არასოდეს დადოთ ჩხირები თქვენს თეფშზე (ამ შემთხვევაშიც, იაპონელები ასოციაციას აკეთებენ დაკრძალვის ცერემონიალთან)
- ეცადეთ ბრინჯი ბოლომდე შეჭამოთ; საჭმლის თუნდაც მცირე ნაწილის დატოვება უტაქტობაა, ხოლო ბრინჯის დატოვება უკიდურესად მიუღებელი (პრაქტიკულად, ეს აკრძალვა მხოლოდ იაპონიაში მოქმედებს).
- არავითარ შემთხვევაში არ მოუკიდოთ სიგარეტს; თამბაქოს კვამლი საშუალებას არ აძლევს დანარჩენებს შეიგრძნონ დელიკატური კერძების გემო და სურნელი; უფრო მეტიც, სწორედ სურნელის მეშვეობით გამოიცნობა, ახალია თუ არა თევზი.
- სოიოს სოუსი გათვალისწინებულია თევზისთვის – არასოდეს გაჟღინთოთ მთელი სუში ამ სოუსით.
- როდესაც წვნიანს მიირთმევთ, შეიძლება შეხვრიპოთ, მაგრამ არ შეიძლება ბოყინი; შეგიძლიათ ჯამი პირთან ახლოს მიიტანოთ და „მაგარი“ ნაწილები ჩხირებით ამოკრიფოთ, დანარჩენი კი დალიოთ.
- საკე უმჯობესია ჭამის წინ ან შემდგომ დალიოთ; ღვინო ბრინჯს უბრალოდ არ უხდება; ჭამის დროს შეგიძლიათ ლუდის, თეთრი ღვინის, ჩაის ან წყლის დალევა; ტრადიციულად საკე მხოლოდ საშიმთან ერთად მოაქვთ.
- ლუდი ან საკე მაგიდასთან მჯდომი ყველა ადამიანისთვის ისხმევა; იაპონიაში მიღებული არ არის, ყველამ თავისი ბოთლიდან დალიოს.