This website uses cookies. By using this website you consent to our cookie policy.

More details

იდეალური საკვები სანაპიროზე პიკნიკისათვის

ძალიან იოლია, იყოთ ჯანმრთელი და ამავდროულად მიირთმევდეთ გემრიელ და ჯანსაღ საკვებს, მაშინაც კი, როდესაც ზაფხულის შვებულება გაქვთ ან მთელი დღის მუშაობის შემდეგ უბრალოდ სიზარმაცის საღამო გინდათ მოიწყოთ. ამ წასახემსებლების მომზადებას დიდი დრო არ სჭირდება და ამასთან ისინი ზაფხულის დღეებით ტკბობისათვის საკმარის ენერგიას მოგანიჭებთ.

ხვეულები:

აიღეთ ტორტილა ან პიტა და შიგნით ჩადეთ თქვენი საყვარელი ინგრედიენტები, როგორიცაა:

  • ქათმის გულმკერდი, დაკონსერვებული წითელი ლობიო, დაჭრილი მანგო, წითელი ხახვი.
  • თინუსი, სტაფილოსა და კიტრის ჩხირები, დაკონსერვებული სიმინდი
  • ქათამი ან ლორი, ყველი მოცარელა, გამომშრალი პომიდორი

უფრო მეტი არომატისათვის შეაზავეთ სხვადასხვა სანელებლით, რომელთა კომბინაციები უსასრულოა. ამის შემდეგ გადაახვიეთ ტორტილა ან პიტა, გარედან შემოახვიეთ ფოლგა და კონტეინერში მოათავსეთ.

მწვადები:

  • კუნწულა პომიდორი, მოცარელას ბურთები, ცოცხალი რეჰანის ფოთლები და ისევ გაიმეორეთ ინგრედიენტები
  • საზამთროს კუბიკები, კუნწულა პომიდორი, ცოცხალი რეჰანის ფოთლები და ისევ გაიმეორეთ ინგრედიენტები
  • ნესვის კუბები, წითელი წიწაკა ან პრასი, ლიმონი
  • წიწაკა, ყაბაყი, წითელი ხახვი

მოიხმეთ თქვენი ფანტაზია, გამოიყენეთ ნაირგვარი სანელებლები და ახალი მწვანილული შესაზავებლად; შემდეგ შამფურები კონტეინერში მოათავსეთ.

დატკბით ამ მარტივი წასახემსებლებით თქვენს მეგობრებსა და ოჯახთან ერთად.

თუ დაისვრებით პირდაპირ ზღვის ან ტბის წყალში გადახტით ;)


Recipes that might interest you

სალათი სიმინდი ბიოთი და ხილით
სალათი სიმინდი ბიოთი და ხილით

შესანიშნავი საუზმე დილისათვის

2 persons under 15 min Easy
ცომეული ყველით და ბარდით
ცომეული ყველით და ბარდით

უგემრიელესი მაფინები ბარდისა და ყველის შიგთავსით. ცალკე ან გარნირად მირთმეული, ისინი ამდიდრებენ თეფშს.

3 persons 30-45 min Medium
მწვანე ლობიო კვერცხით
მწვანე ლობიო კვერცხით

უგემრიელესი, იოლად მოსამზადებელი საზაფხულო კერძი.

3 persons over 45 min Easy
სალათი ავოკადოთი და მექსიკური მიქსით
სალათი ავოკადოთი და მექსიკური მიქსით

მარტივი, გემრიელი და საკვები ელემენტებით სავსე რეცეპტი, ზაფხულის საღამოებისათვის

4 persons 15-30 min Easy
იდეალური საკვები სანაპიროზე პიკნიკისათვის

ძალიან იოლია, იყოთ ჯანმრთელი და ამავდროულად მიირთმევდეთ გემრიელ და ჯანსაღ საკვებს, მაშინაც კი, როდესაც ზაფხულის შვებულება გაქვთ ან მთელი დღის მუშაობის შემდეგ უბრალოდ სიზარმაცის საღამო გინდათ მოიწყოთ. ამ წასახემსებლების მომზადებას დიდი დრო არ სჭირდება და ამასთან ისინი ზაფხულის დღეებით ტკბობისათვის საკმარის ენერგიას მოგანიჭებთ.

ხვეულები:

აიღეთ ტორტილა ან პიტა და შიგნით ჩადეთ თქვენი საყვარელი ინგრედიენტები, როგორიცაა:

  • ქათმის გულმკერდი, დაკონსერვებული წითელი ლობიო, დაჭრილი მანგო, წითელი ხახვი.
  • თინუსი, სტაფილოსა და კიტრის ჩხირები, დაკონსერვებული სიმინდი
  • ქათამი ან ლორი, ყველი მოცარელა, გამომშრალი პომიდორი

უფრო მეტი არომატისათვის შეაზავეთ სხვადასხვა სანელებლით, რომელთა კომბინაციები უსასრულოა. ამის შემდეგ გადაახვიეთ ტორტილა ან პიტა, გარედან შემოახვიეთ ფოლგა და კონტეინერში მოათავსეთ.

მწვადები:

  • კუნწულა პომიდორი, მოცარელას ბურთები, ცოცხალი რეჰანის ფოთლები და ისევ გაიმეორეთ ინგრედიენტები
  • საზამთროს კუბიკები, კუნწულა პომიდორი, ცოცხალი რეჰანის ფოთლები და ისევ გაიმეორეთ ინგრედიენტები
  • ნესვის კუბები, წითელი წიწაკა ან პრასი, ლიმონი
  • წიწაკა, ყაბაყი, წითელი ხახვი

მოიხმეთ თქვენი ფანტაზია, გამოიყენეთ ნაირგვარი სანელებლები და ახალი მწვანილული შესაზავებლად; შემდეგ შამფურები კონტეინერში მოათავსეთ.

დატკბით ამ მარტივი წასახემსებლებით თქვენს მეგობრებსა და ოჯახთან ერთად.

თუ დაისვრებით პირდაპირ ზღვის ან ტბის წყალში გადახტით ;)

Ecommerce Modal Title
Ecommerce Modal Description