გვერდი ინახავს ინფორმაციას მომხმარებელზე. საიტის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით მის პირობებს.

დეტალურად

იდეები თქვენი კერძების ახალი სიცოცხლისათვის

მზა და "თან წასაღები" კერძები შეგიძლიათ იოლად განაახლოთ სხვადასხვა ბოსტნეულის დამატებით, როგორიცაა გაყინული ბარდა ან დაჭრილი პომიდორი. თუ თქვენ გაყინული თევზის ჩხირებს მიირთმევთ, ჩვენ გთავაზობთ დაუმატოთ მას გაყინული ბარდა ან სიმინდი.

არაჩვეულებრივი იდეები თქვენი მზა კერძების განახლებისა და გახალისებისათვის:

  • მოასხით პიცას დაკონსერვებული, დაწრეტილი პომიდორი (უმჯობესია მწვანილებით, სანელებლებითა და ნივრით შეზავებული) და გაყინული ბოსტნეული, როგორიცაა დაჭრილი ისპანახი, ბროკოლი, ბარდა და სიმინდი. მოაყარეთ ზემოდან ყველი ან საფანელი.
  • გაყინული ლაზანია შეგიძლიათ გაახალისოთ სქლად დაჭრილი ყაბაყითა და პომიდვრით. ზემოდან მოაყარეთ გახეხილი პარმეზანის ყველი და გამოაცხვეთ. მიირთვით რომელიმე სალათთან ერთად.
  • მზა მექსიკური კერძები მიირთვით სახლში მომზადებულ სალსასთან ერთან. კუბებად დაჭერით პომიდორი, კიტრი, ხახვი და ცოტაოდენი ნიახური. აურიეთ ინგრედიენტები და შეაზავეთ მარილითა და პილპილით. დაუმატეთ კუბებად დაჭრილი ახალი მწარე წიწაკა და ოხრახუში.
  • გაყინულ ტარტს ზემოდან დაალაგეთ ბოსტნეულის ფენა და გამოაცხვეთ ღუმელში მანამ, სანამ ბოსტნეული არ დარბილდება. ასევე კარგი იქნება თუ ერთმანეთში აურევთ სოკოსა და პომიდორს და სხვადასხვა ფერის ბულგარულ წიწაკასა და ყაბაყთან ერთად დააბლენდერებთ.
  • როდესაც ტორტილას ან ბლინებს ყიდულობთ, შეგიძლიათ შიგთავსისათვის გამოიყენოთ გაყინული, დაჭრილი ისპანახი; მისი გალღობა სულაც არ არის საჭირო, გამოიყენეთ ისპანახის ხვეულები, დაბალცხიმიან ხაჭოსა და ახალ ხახვთან ერთად. ჩადეთ ტემპერატურა-გამძლე ჭურჭელში, მოასხით 1-2 კოვზი მწვანილებით შეზავებული დაჭრილი პომიდორი, მოაყარეთ ცოტაოდენი გახეხილი ყველი და გამოაცხვეთ ღუმელში.
  • ინდური კერძებისათვის შეგიძლიათ მოამზადოთ "რაიტას" მსგავსი სალათი. აურიეთ კუბებად დაჭრილი კიტრი, ახალი ხახვი, გახეხილი სტაფილო და წყლის წიწმატი ან ქინძი დაბალცხიმიან იოგურტთან ერთად. ზემოდან მოაყარეთ დაჭრილი პიტნა და ცოტაოდენი დაფქვილი პილპილი.
  • ჩინური კერძებისათვის გირჩევთ ორიენტ-სალათი მოამზადოთ. ერთმანეთში აურიეთ ახალი ლობიო, ახალი ხახვი, ბამბუკის ყლორტები და დაჭრილი კალტროპი. სალათი მიირთვით ჩინური კომბოსტოს ფურცლებზე და ზემოდან მოასხით ცოტაოდენი ქუნჯუთის (sesame) ზეთი ან სოიოს სოუსი.

რეცეპტები, რომლითაც შესაძლოა, დაინტერესდეთ

სალათის ასორტი იოგურტის დრესინგით
სალათის ასორტი იოგურტის დრესინგით

სალათი სტაფილოთი, ნიახურის ძირით და სიმინდით, მსუბუქი იოგურტის დრესინგით

2 ადამიანი 30-45 წუთი მარტივი
სალათი სიმინდი ბიოთი და ხილით
სალათი სიმინდი ბიოთი და ხილით

შესანიშნავი საუზმე დილისათვის

2 ადამიანი 15 წუთზე ნაკლები მარტივი
მექსიკური სალათი მაკარონითა და თინუსით
მექსიკური სალათი მაკარონითა და თინუსით

ჯანსაღი და ნოყიერი სალათი უნიკალური გემოების ნაზავით

2 ადამიანი 15-30 წუთი საშუალო სირთულის
ლაზანია - ხორცითა და ბოსტნეულით
ლაზანია - ხორცითა და ბოსტნეულით

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კერძი იტალიური სამზარეულოდან.

4 ადამიანი 45 წუთზე მეტი რთული
იდეები თქვენი კერძების ახალი სიცოცხლისათვის

მზა და "თან წასაღები" კერძები შეგიძლიათ იოლად განაახლოთ სხვადასხვა ბოსტნეულის დამატებით, როგორიცაა გაყინული ბარდა ან დაჭრილი პომიდორი. თუ თქვენ გაყინული თევზის ჩხირებს მიირთმევთ, ჩვენ გთავაზობთ დაუმატოთ მას გაყინული ბარდა ან სიმინდი.

არაჩვეულებრივი იდეები თქვენი მზა კერძების განახლებისა და გახალისებისათვის:

  • მოასხით პიცას დაკონსერვებული, დაწრეტილი პომიდორი (უმჯობესია მწვანილებით, სანელებლებითა და ნივრით შეზავებული) და გაყინული ბოსტნეული, როგორიცაა დაჭრილი ისპანახი, ბროკოლი, ბარდა და სიმინდი. მოაყარეთ ზემოდან ყველი ან საფანელი.
  • გაყინული ლაზანია შეგიძლიათ გაახალისოთ სქლად დაჭრილი ყაბაყითა და პომიდვრით. ზემოდან მოაყარეთ გახეხილი პარმეზანის ყველი და გამოაცხვეთ. მიირთვით რომელიმე სალათთან ერთად.
  • მზა მექსიკური კერძები მიირთვით სახლში მომზადებულ სალსასთან ერთან. კუბებად დაჭერით პომიდორი, კიტრი, ხახვი და ცოტაოდენი ნიახური. აურიეთ ინგრედიენტები და შეაზავეთ მარილითა და პილპილით. დაუმატეთ კუბებად დაჭრილი ახალი მწარე წიწაკა და ოხრახუში.
  • გაყინულ ტარტს ზემოდან დაალაგეთ ბოსტნეულის ფენა და გამოაცხვეთ ღუმელში მანამ, სანამ ბოსტნეული არ დარბილდება. ასევე კარგი იქნება თუ ერთმანეთში აურევთ სოკოსა და პომიდორს და სხვადასხვა ფერის ბულგარულ წიწაკასა და ყაბაყთან ერთად დააბლენდერებთ.
  • როდესაც ტორტილას ან ბლინებს ყიდულობთ, შეგიძლიათ შიგთავსისათვის გამოიყენოთ გაყინული, დაჭრილი ისპანახი; მისი გალღობა სულაც არ არის საჭირო, გამოიყენეთ ისპანახის ხვეულები, დაბალცხიმიან ხაჭოსა და ახალ ხახვთან ერთად. ჩადეთ ტემპერატურა-გამძლე ჭურჭელში, მოასხით 1-2 კოვზი მწვანილებით შეზავებული დაჭრილი პომიდორი, მოაყარეთ ცოტაოდენი გახეხილი ყველი და გამოაცხვეთ ღუმელში.
  • ინდური კერძებისათვის შეგიძლიათ მოამზადოთ "რაიტას" მსგავსი სალათი. აურიეთ კუბებად დაჭრილი კიტრი, ახალი ხახვი, გახეხილი სტაფილო და წყლის წიწმატი ან ქინძი დაბალცხიმიან იოგურტთან ერთად. ზემოდან მოაყარეთ დაჭრილი პიტნა და ცოტაოდენი დაფქვილი პილპილი.
  • ჩინური კერძებისათვის გირჩევთ ორიენტ-სალათი მოამზადოთ. ერთმანეთში აურიეთ ახალი ლობიო, ახალი ხახვი, ბამბუკის ყლორტები და დაჭრილი კალტროპი. სალათი მიირთვით ჩინური კომბოსტოს ფურცლებზე და ზემოდან მოასხით ცოტაოდენი ქუნჯუთის (sesame) ზეთი ან სოიოს სოუსი.
Ecommerce Modal Title
Ecommerce Modal Description