იტალიური სამზარეულო

იტალიური სამზარეულო და ზოგადად ხმელთაშუა ზღვის რეგიონი ბოსტნეულის სამეფოა, ამ უკანასკნელის მეფე კი პომიდორია. პომიდორი შეიძლება ნახოთ მთელი სახით, პიურის ან პასტას ფორმით. ის შეიძლება იყოს შებოლილი, გრილზე შემწვარი, დამარინადებული ან გამშრალი.

ბოსტნეული იტალიურად 

იტალიურ სამზარეულოში ბოსტნეულის კერძები მზადდება ფქვილის ან წყლის გარეშე. ისინი ძირითადად მოწალულია, რის გამოც ხშირად შედარებით მკვრივი, თუმცა ამავე დროს შესანიშნავია. სუნელების მაგიერ იტალიელები ცოცხალ მწვანილებს, ტრუფელებსა და პარმეზანის ყველს იყენებენ.
 
ვენეცია

ყველაზე ცნობილი კერძებია: გარეული იხვი მწვანილისა და ანჩოუსის სოუსში და ხბოს ღვიძლი ვენეციურად პოლენტასთან ერთად, რომელიც ავსტრიული წარმოშობისაა (ვენის კონგრესის შემდეგ ვენეცია ავსტრიის მფლობელობაში შედიოდა). სხვა ვენეციური კერძია ხბოს სუკი მაიონეზის, ლიმონის წვენის, ვუსტერის სოუსის, მარილისა და თეთრი პილპილის მარინადში. ამ რეგიონში რიზოტოს უფრო მეტი აღიარება აქვს, ვიდრე პასტას. სიპინის თევზით მომზადებული რიზოტო ნეროს სახელს ატარებს. პოლენტა ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს - მას მიირთმევენ ყოველთვის, საუზმეზე, სადილსა თუ ლანჩზე.

 The World of Italian Coffee
 
ვენეცია ცნობილია მისი ბოსტნეულით

ვენეცია ასევე ცნობილია ბოსტნეულის მეურნეობით. მათგან ყველაზე ცნობილია ვარდკაჭაჭა რადიჩიო ტრევისოდან და თეთრი სატაცური ბასანო დელ გრაპადან. გოგრისა და პარკოსანი ბოსტნეულის კერძები ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს, როგორიცაა პასტა ე-ფაგიოლი (ანუ პასტა ლობიოთი) ან ვენეციური წითელი ლობიოს სუფი.

მილანი

ტრადიციულ კერძს - რიზოტო ალა მალინეზეს (ანუ რიზოტო მილანურად) ზაფრანასთან ერთად მიირთმევენ. ასევე ძალიან პოპულარულია ისეთი პასტას ცომი, როგორიცაა რავიოლი ან ანგოლოტი გოგრის გულსართით. ამ რეგიონისათვის დამახასიათებელია ხორციანი კერძები ღვინით, სხვადასხვა სახის სალიამი და ბაყაყის ფეხები. სადილის ბოლოს ყველს მიირთმევენ, როგორიცაა გორგონზოლა, მასცაპრონე ან გრანა პადანო. თუმცა, ლომბარდია ცნობილია თავისი დესერტით, როგორიცაა ტირამისუ, რომელიც მასცაპრონე ყველისაგან მზადდება. რეგიონი ასევე ამაყობს ისეთი ნამცხვრებით, როგორიცაა პანეტონე და კოლომბა პასქუალე (მტრედის ფორმის საფუარიანი ნამცხვარი). ლომბარდიიდანაა ასევე ცნობილი სასმელები, როგორიცაა ამარეტო და კამპარი.

პირველი სამზარეულოს წიგნი

პირველად რენესანსის ეპოქაში გამოვიდა იტალიური სამზარეულოს წიგნი. ეს არ იყო მხოლოდ რეცეპტების კოლექცია, არამედ კერძებისა და სანელებლების კვებითი ღირებულებისა და შემადგენლობის მოკლე კონსპექტი. მასში ასევე თავმოყრილი იყო ინფორმაცია ჰიგიენისა და ჭამის ეტიკეტის შესახებ.
 
 Italian Cuisine Amidst Milan

რომი

რომი კაფეტერიების, ტრატორიებისა და პიცერიების ქალაქია, სადაც ნებისმიერი პილიგრიმი თუ ტურისტი სადილობდა, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში სტუმრობდნენ დასავლური ქრისტიანობის დედაქალაქს. ძირითადი კერძი (უმეტესწილად ესაა პასტა) შეზავებულია ცივი მსუბუქი კერძებით - ანტიპასტით. არჩევანი ფართოა: პარმეზანი ლორით, ბადრიჯანი ზეითუნის ზეთში, გამომცხვარი წიწაკა, ყაბაყის ნაჭრები ან გამშრალი პომიდორი ზეთში, ზეთის ხილი თუ ხახვი ძმრით; ასევე ცნობილია სალიამი, თეთრი ლობიო ძმრითა და ზეთით, გამომცხვარი კროუტონები კაპარითა და ნივრით, პური ნივრით, ზეთითა და მწვანილებით.

იტალიური ყავა

იტალიელების საყვარელი სასმელი ყავაა. ყავის მადუღარაც ხომ სწორედ რომაელების გამოგონილია. იტალიელები დღეს ფინჯან კაპუჩინოთი იწყებენ, რომლის სახელიც შთაგონებულია კაპუცინის ტანსაცმლის ფერით. დღის განმავლობაში კი იტალიელები სვამენ მაგარ პატარა ესპრესოს დიდი რაოდენობის შაქრით.

პარმა

ემილია-რომანას რეგიონის სამზარეულო, თავისი დედაქალაქით პარმა, სავსეა სხვადასხვა დელიკატესებით. ყველაზე ცნობილია პარმეზანი ლორით და პარმეზანის ყველი. რეგიონი ასევე ცნობილია თავისი ბალზამიკოს ძმრით, აცენტო ბალზამინო ტრადიციონალე, რომელიც მხოლოც მცირე რაოდენობის საწარმოებში მზადდება. პარმეზანის ყველი - პარმიგიან რეჯიანო არანაკლებად პოპულარულია. მისი სახელწოდება ორი ქალაქისგან მომდინარეობს: პარმა და რეჯიო, სადაც ის მე-13 საუკუნიდან მზადდება. მისი თითოეული სახეობა სხვადასხვა მიზნით გამოიყენება; ახალი პარმეზანი ძირითადად სუფრაზე გამოიყენება, ხოლო დაძველებული - პასტასა თუ ბრინჯის სადილებში, სალათებსა, სუპებსა და სოუსებში.

ნატურალური ბალზამიკოს ძმარი

აცენტო ბალზამინო, ბალზამიკოს ძმარი ნატურალური გზით მზადდება. ნედლეული ნელა დუღდება და შემდეგ გარკვეული პერიოდი ხის კასრებში რჩება ფერმენტაციისათვის. ფერმენტაცია 3 წელში მთავრდება, თუმცა კარგი ბალზამიკოს ძმრის მისაღებად სულ ცოტა 12 წელის საჭირო, რომელიც მომდევნო 30-50 წლის განმავლობაში ვარგისი იქნება.
 
 Italian Steam Manufacturers
 
რეცეპტები, რომლითაც შესაძლოა, დაინტერესდეთ

ვანტონი – ჩინური პელმენი

ვანტონი – ჩინური პელმენი

პოპულარული ჩინური კერძი.

4 ადამიანი 45 წუთზე მეტი საშუალო სირთულის
ხაჭაპური

ხაჭაპური

ქართული სამზარეულოს მარგალიტი.

1 ადამიანი 45 წუთზე მეტი მარტივი
ფახლავა

ფახლავა

აღმოსავლური დესერტი.

6 ადამიანი 45 წუთზე მეტი მარტივი
მწვანე ლობიო კვერცხით

მწვანე ლობიო კვერცხით

უგემრიელესი, იოლად მოსამზადებელი საზაფხულო კერძი.

3 ადამიანი 45 წუთზე მეტი მარტივი