ჯანმრთელი ფაქტები ლობიოს შესახებ

მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 400 სახეობის ლობიო არსებობს. ისინი განსხვავდებიან ზომითა და ფერით, დაწყებული თეთრი და კრემისფერი ლობიოთი შავი წერტილებით და დამთავრებული ვარდისფერი და შავი ლობიოთი (რომლებიც ყველაზე პოპულარულია ლათინურ ამერიკაში). ისინი ყველა შეიცავენ დიდი ოდენობით ცილებს, თუმცა განსხვავდებიან მინერალური ელემენტებითა და ენერგეტიკული ღირებულებით. ნედლი ლობიო B, C და E ვიტამინების მდიდარი წყაროა. ლობიო ასევე შეიცავს დიდი ოდენობით კალიუმს, კალციუმსა და ფოსფორს. ზოგიერთი სახეობა ასევე შეიცავს რკინას, ფოლიუმის მჟავას, სელენიუმსა და თუთიას.

ცილების მდიდარი წყარო

ლობიოს შემადგენლობაში შემავალი ცილები შეიცავს დიდი ოდენობით ლიზინს - ამინომჟავას, რომელიც სხეულს კარნიტინის გამომუშავებისთვის სჭირდება (კარნიტინი აძლიერებს გულს, ხელს უშლის იშემიური და მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარებას). ამასთან, ლობიოს ცილები ხელს უწყობს სხეულში მჟავა-ტუტოვანი ბალანსის დაცვას, განსაკუთრებით, როდესაც მჟავების შემცველი ხორცი, თევზი, კვერცხი და ბურღულეულის ფანტელები ჩვენს ყოველდღიურ დიეტას წარმოადგენს. ლობიო ასევე ამცირებს კუჭის მიერ მჟავის გამოყოფას. შესაბამისად, სასარგებლოა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც აწუხებთ მომატებული მჟავიანობა და გულძმარვა. ლობიოს ცილები ასევე რეკომენდირებულია ოსტეოპოროზის პროფილაქტიკის მიზნით.

Health facts of beans

ლეციტინით მდიდარი ლობიო

ლეციტინი, რომელსაც ლობიოს მარცვლები შეიცავს ყველაზე მაღლა დგას ნაერთ ცხიმებს შორის და სასარგებლო გავლენას ახდენს ტვინსა და ნერვულ ქსოვილებზე, აუმჯობესებს ჩვენი კონცენტრაციის უნარსა და მეხსიერებას. ლეციტინი ასევე აუმჯობესებს თიმუსის ფუნქციონირებას - ენდოკრინული ჯირკვლის, რომელიც არეგულირებს უჯრედოვან იმუნიტეტს. სწორედ ამიტომ არის საჭირო, ლეციტინმა შეამციროს გარემოდან მიღებული ტოქსინები ადამიანის ორგანიზმში. იგი ასევე ხელს უწყობს ცხიმების ტრანსპორტირებას არტერიებში და მნიშვნელოვან როლს ასრულებს სისხლში ქოლესტერინის შემცველობის შემცირებაში. აღნიშნული კი ამცირებს ათეროსკლეროზისა და გულსისხლძარღვთა დაავადების რისკს, მაგალითად როგორიცაა ასე „პოპულარული“ ჰიპერტონია.

რეცეპტები, რომლითაც შესაძლოა, დაინტერესდეთ

სიმინდის შეჭამანდი
სიმინდის შეჭამანდი

კერძი უნიკალური არომატით.

4 ადამიანი 30-45 წუთი მარტივი
სევიჩე - მექსიკურად მომზადებული თევზი
სევიჩე - მექსიკურად მომზადებული თევზი

მექსიკური სამზარეულოს ნამდვილი მარგალიტი.

3 ადამიანი 45 წუთზე მეტი საშუალო სირთულის
პასტა ბოსტნეულითა და საკმაზით
პასტა ბოსტნეულითა და საკმაზით

შესანიშნავი მწვანე ფერი თქვენს მაგიდაზე.

4 ადამიანი 30-45 წუთი მარტივი
ვალდორფის სალათი - ასტორია
ვალდორფის სალათი - ასტორია

სალათი, სასტუმრო ვალდორფ-ასტორიას შეფ-მზარეულისგან.