გვერდი ინახავს ინფორმაციას მომხმარებელზე. საიტის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით მის პირობებს.

დეტალურად

ჯანმრთელობისათვის სასარგებლო ბროკოლი

ბროკოლი, რომელსაც ასევე უწოდებენ მწვანე ყვავილოვან კომბოსტოს ანდა გრძელ კომბოსტოს, ვიტამინების A, K, C, B და ფოლიუმის მჟავის მდიდარი წყაროა. ბროკოლი ასევე შეიცავს ადამიანის ორგანიზმისთვის სასარგებლო მინერალურ მარილებს, როგორცაა კალიუმი, კალციუმი. რკინა, ფოსფორი, სელენიუმი და მაგნიუმი.

ბროკოლი - ანტისიმსივნური ბოსტნეული

ხილისა და ბოსტნეულის რეიტინგებში ბროკოლს პირველი ადგილი უჭირავს კიბოსთან მებრძოლ ბოსტნეულთა კატეგორიაში. ეს ბოსტნეული sulforaphane-ის მდიდარი წყაროა, ანტიოქსიდანტური თვისებების მქონე ქიმიური ნივთიერება, რომელიც გამოიყოფა საკვების ღეჭვის დროს. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ეს ნივთიერებები მხოლოდ სიმსივნურ უჯრედებს ებრძვიან ისე, რომ ზიანს არ აყენებენ ჯანმრთელ უჯრედებს. უფრო მეტიც, sulforaphane-ი ზრდის ფერმენტების რაოდენობას, რომლებიც ეხმარებიან სხეულს, გამოდევნოს ის უსარგებლო ნივთიერებები, რომელსაც ორგანიზმი გამოყოფს. დამტკიცებულია, რომ ბროკოლის რეგულარული მოხმარება ამცირებს კარცინოგენებისა და ფილტვებისათვის მავნე ნივთიერებებს, როგორიცაა ბენზოლი და აკროლეინი (მათ შეუძლიათ, პერმანენტულად დააზიანონ ჩვენი დნმ). ბროკოლიში არსებულ პიგმენტებს, როგორიცაა ბეტა-კაროტინი და ქლოროფილი, ასევე აქვთ ანტისიმსივნური თვისებები.

ბროკოლი რეკომენდებულია დიაბეტით დაავადებულთათვის

ბროკოლი რეკომენდებულია დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის. ეს ბოსტნეული ქრომის მდიდარი წყაროა, რომელიც მსგავსია ინსულინის - ჰორმონის, რომელიც უზრუნველყოფს გლუკოზის მიწოდებას ყველა უჯრედისთვის. შესაბამისად, ეს ელემენტი არეგულირებს პანკრეასის გამართულ მუშაობას (ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია ინსულინის გამომუშავებაზე).

Broccoli vs circulatory system

ბროკოლი და სისხლის მიმოქცევის სისტემა

ვიტამინი K, რომელსაც ბროკოლი შეიცავს, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კალციუმის შეწოვაში და ასევე ამცირებს თრომბების ფორმულირების რისკს ორგანიზმში. უფრო მეტიც, ბროკოლი მნიშვნელოვანი ინგრედიენტია იმ ადამიანთა დიეტაში, რომლებიც დაავადებულნი არიან ანემიით. იგი არის რკინის, ფოლიუმის მჟავისა და B ვიტამინის წყარო - რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სხეულში სისხლის ახალი წითელი უჯრედების შექმნაზე.  


რეცეპტები, რომლითაც შესაძლოა, დაინტერესდეთ

ვანტონი – ჩინური პელმენი
ვანტონი – ჩინური პელმენი

პოპულარული ჩინური კერძი.

4 ადამიანი 45 წუთზე მეტი საშუალო სირთულის
სევიჩე - მექსიკურად მომზადებული თევზი
სევიჩე - მექსიკურად მომზადებული თევზი

მექსიკური სამზარეულოს ნამდვილი მარგალიტი.

3 ადამიანი 45 წუთზე მეტი საშუალო სირთულის
სალათი ავოკადოთი და მექსიკური მიქსით
სალათი ავოკადოთი და მექსიკური მიქსით

მარტივი, გემრიელი და საკვები ელემენტებით სავსე რეცეპტი, ზაფხულის საღამოებისათვის

4 ადამიანი 15-30 წუთი მარტივი
ბადრიჯნის ხვეულები
ბადრიჯნის ხვეულები

უგემრიელესი, ქართული საფირმო კერძი.

2 ადამიანი 45 წუთზე მეტი მარტივი
ჯანმრთელობისათვის სასარგებლო ბროკოლი

ბროკოლი, რომელსაც ასევე უწოდებენ მწვანე ყვავილოვან კომბოსტოს ანდა გრძელ კომბოსტოს, ვიტამინების A, K, C, B და ფოლიუმის მჟავის მდიდარი წყაროა. ბროკოლი ასევე შეიცავს ადამიანის ორგანიზმისთვის სასარგებლო მინერალურ მარილებს, როგორცაა კალიუმი, კალციუმი. რკინა, ფოსფორი, სელენიუმი და მაგნიუმი.

ბროკოლი - ანტისიმსივნური ბოსტნეული

ხილისა და ბოსტნეულის რეიტინგებში ბროკოლს პირველი ადგილი უჭირავს კიბოსთან მებრძოლ ბოსტნეულთა კატეგორიაში. ეს ბოსტნეული sulforaphane-ის მდიდარი წყაროა, ანტიოქსიდანტური თვისებების მქონე ქიმიური ნივთიერება, რომელიც გამოიყოფა საკვების ღეჭვის დროს. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ეს ნივთიერებები მხოლოდ სიმსივნურ უჯრედებს ებრძვიან ისე, რომ ზიანს არ აყენებენ ჯანმრთელ უჯრედებს. უფრო მეტიც, sulforaphane-ი ზრდის ფერმენტების რაოდენობას, რომლებიც ეხმარებიან სხეულს, გამოდევნოს ის უსარგებლო ნივთიერებები, რომელსაც ორგანიზმი გამოყოფს. დამტკიცებულია, რომ ბროკოლის რეგულარული მოხმარება ამცირებს კარცინოგენებისა და ფილტვებისათვის მავნე ნივთიერებებს, როგორიცაა ბენზოლი და აკროლეინი (მათ შეუძლიათ, პერმანენტულად დააზიანონ ჩვენი დნმ). ბროკოლიში არსებულ პიგმენტებს, როგორიცაა ბეტა-კაროტინი და ქლოროფილი, ასევე აქვთ ანტისიმსივნური თვისებები.

ბროკოლი რეკომენდებულია დიაბეტით დაავადებულთათვის

ბროკოლი რეკომენდებულია დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის. ეს ბოსტნეული ქრომის მდიდარი წყაროა, რომელიც მსგავსია ინსულინის - ჰორმონის, რომელიც უზრუნველყოფს გლუკოზის მიწოდებას ყველა უჯრედისთვის. შესაბამისად, ეს ელემენტი არეგულირებს პანკრეასის გამართულ მუშაობას (ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია ინსულინის გამომუშავებაზე).

Broccoli vs circulatory system

ბროკოლი და სისხლის მიმოქცევის სისტემა

ვიტამინი K, რომელსაც ბროკოლი შეიცავს, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კალციუმის შეწოვაში და ასევე ამცირებს თრომბების ფორმულირების რისკს ორგანიზმში. უფრო მეტიც, ბროკოლი მნიშვნელოვანი ინგრედიენტია იმ ადამიანთა დიეტაში, რომლებიც დაავადებულნი არიან ანემიით. იგი არის რკინის, ფოლიუმის მჟავისა და B ვიტამინის წყარო - რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სხეულში სისხლის ახალი წითელი უჯრედების შექმნაზე.  

Ecommerce Modal Title
Ecommerce Modal Description