

არც ისე რთულია, იპოვო მსგავსება მაიას ტომის დამწერლობასა, რომელიც პრეკოლუმბიურ ამერიკაში ყველაზე უფრო განვითარებულად ითვლება, და სიმინდის ტაროს შორის. თითოეული ასოს მოყვანილობა ძალიან ჰგავს სიმინდის მარცვლების განლაგებას ტაროზე. მაიას წარწერები ყველგან შეიძლება შეგხვდეთ - კედლებზე, ჭურჭელსა და ძვლებზეც კი. იქნებ მაიას ხალხი სიმინდის მარცვლების რბილ ზედაპირსაც კი იყენებდა საწერად? ეს ჯერ კიდევ არ არის დამტკიცებული...