მექსიკური სალათი

უყურეთ ვიდეოს და მოამზადეთ ჩვენთან ერთად!

დაჭერით კანგაცლილი გოგრა პატარა ნაჭრებად, მოათავსეთ პირექსის საცხობ ტაფაში, დაუმატეთ ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი და შედგით წინასწარ გახურებულ ღუმელში. ხშირად ურიეთ და ღუმელში დატოვეთ 15-20 წუთის განმავლობაში. აიღეთ საქონლის ხორცი და გაჭერით ორ გრძელ ნაჭრად, მოაყარეთ თაქო- სანელებელი ან მოამზადეთ ის თავად: ერთმანეთში აურიეთ ველური თავშავა, მაიორანი, ბაზილიკი, წითელი წიწაკა, კვლიავი, ხმელი ქინძი და მარილი. შეაზავეთ ორივე მხრიდან და შეწვით ზეითუნის ზეთში. გადმოიღეთ ხორცი თეფშზე და დატოვეთ გასაგრილებლად. გაჭერით ლაიმი ორ ნაწილად და შეწვით ხორცის მორჩენილ ცხიმში. აიღეთ ბონდუელის წითელი ლობიო, გადაუწურეთ სითხე და ჩადეთ სასალათე ჯამში. წვრილად დაჭერით მწვანე ხახვი, ქინძი და ნიორი და დაუმატეთ ლობიოს. ასევე დაუმატეთ სიმინდი და გამომცხვარი გოგრა. ამის შემდეგ დაჭერით უკვე გაგრილებული ხორცი პატარა მოგრძო ნაჭრებად და აურიეთ ყველაფერი კარგად. მიირთვით მექსიკური სალათი ლაიმის ნაჭრებთან ერთად და დატკბით ჯანმრთელი ცხოვრებით!

ამ კერძის მოსამზადებლად საჭირო ინგრედიენტების ჩამონათვალი:

მექსიკური სალათი

რეცეპტები, რომლითაც შესაძლოა, დაინტერესდეთ

ბადრიჯნის ხვეულები

ბადრიჯნის ხვეულები

უგემრიელესი, ქართული საფირმო კერძი.

2 ადამიანი 45 წუთზე მეტი მარტივი
სალათი ცეზარი ქათმით

სალათი ცეზარი ქათმით

მსოფლიოს ყველაზე პოპულარული სალათი.

2 ადამიანი 30-45 წუთი მარტივი
რიზოტო – ბრინჯით და ბოსტნეულით

რიზოტო – ბრინჯით და ბოსტნეულით

ჩინებული იტალიური რეცეპტი ბრინჯით.

4 ადამიანი 45 წუთზე მეტი საშუალო სირთულის
ვანტონი – ჩინური პელმენი

ვანტონი – ჩინური პელმენი

პოპულარული ჩინური კერძი.