მექსიკური სამზარეულო

ხორცისა და სიმინდის ხალხი

ესპანელების მოსვლამდე მექსიკაში მთავარი საკვები სიმინდი იყო. მაიას ტომების მითოლოგიის მიხედვით, ადამიანი სიმინდისა და ღმერთების სისხლის ნაზავისაგან შეიქმნა. ამის გამო სიმინდს ღვთაებრივის სტატუსი ჰქონდა. სიმინდის მასა პურისა და ნამცხვრების ძირითადი ინგრედიენტი გახდა.
 
Wonderful Mexican beans recipes

ტორტილა თუ ნაჩო?

სიმინდის მასა გამოიყენება ტორტილას - მექსიკური პურის მოსამზადებლად. ცომის მოსამზადებლად, მშრალი მარცვლები მომზადებამდე უნდა გაჯირჯვდეს თბილ კალციუმიან წყალში მთელი ღამის განმავლობაში. მომდევნო დღეს მარცვლები უნდა გადაიწუროს, გაირეცხოს და შემდეგ დაიფქვას. ასეთ პასტას აძლევენ თხელი ჩიფსის ფორმას და აცხობენ თიხის ჭურჭელში. ტორტილას კიდევ ერთი სახეობაა ტოტოპოსი - ნაჭრებად დაჭრილი თხელი ჩიფსები, რომელიც დაფქვილი სიმინდისაგან, მარილისა და წიწაკისაგან მზადდება. ამერიკაში ის საკმაოდ პოპულარული გახდა „ნაჩოს“ სახელწოდებით.

ლობიოს მაჩო

მექსიკა 20-ზე მეტი სახეობის ლობიოს სამშობლოა. ლობიოსა და სიმინდის კომბინაცია ორგანიზმს შეუცვლელი ამინომჟავებით ამარაგებს. ლობიოს არომატული მცენარეებით აზავებენ.

ცეცხლოვანი ტემპერამენტის საიდუმლო...

მექსიკაში წიწაკა იყო, არის და იქნება სუნელების დედოფალი. მექსიკელებისათვის წიწაკის გარეშე ნებისმიერი სადილი დაუმთავრებელია. უმეტესწილად ისინი წიწაკის სოუსებს ამზადებენ: დაკეპილი წიწაკა მწვანე ან წითელი პომიდვრით, გასქელებული გოგრის ან მზესუმზირის თესლების, არაქისის ან კაკაოს პასტით და შეზავებული ყველანაირი სუნელებით.  წიწაკის 90-მდე სახეობა არსებობს, მათი ფერის, ფორმისა და გემოს მიხედვით.

რეცეპტები, რომლითაც შესაძლოა, დაინტერესდეთ

ნივრიანი ბაგეტი

ნივრიანი ბაგეტი

ფრანგული სამზარეულოს სიმბოლო.

4 ადამიანი 30-45 წუთი მარტივი
მექსიკური სალათი მაკარონითა და თინუსით

მექსიკური სალათი მაკარონითა და თინუსით

ჯანსაღი და ნოყიერი სალათი უნიკალური გემოების ნაზავით

2 ადამიანი 15-30 წუთი საშუალო სირთულის
ახალი სალათი ზეთისხილით

ახალი სალათი ზეთისხილით

მარტივი საჭმლისგან სპეციალურ სალათამდე. ხილისა და მცენარეული ინგრედიენტების საინტერესო ნაზავი, შესანიშნავია გემოების აფეთქებისთვის!

2 ადამიანი 15-30 წუთი მარტივი
სიმინდის ნამცხვარი

სიმინდის ნამცხვარი

უგემრიელესი რეცეპტი ფარაონების დროიდან.

4 ადამიანი 45 წუთზე მეტი მარტივი