გვერდი ინახავს ინფორმაციას მომხმარებელზე. საიტის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით მის პირობებს.

დეტალურად

მწვანე დიეტა ჯანმრთელი დიეტაა

მწვანე ფერი მიანიშნებს ქლოროფილის შემცველობაზე, რომელიც მნიშვნელოვანი პიგმენტია და აღადგენს თქვენს ენერგიას შთანთქმული მზის სხივების მეშვეობით. მწვანე ფერის ბოსტნეულის ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქციები:

  • აუვნებელყოფებს ტოქსინებს
  • ეხმარება ღვიძლის გაწმენდას
  • განდევნის ზედმეტ შაქარს სისხლიდან
  • გამოდევნის და ამცირებს სხეულის არასასიამოვნო სუნს
  • აძლიერებს გულსისხლძარღვთა სისტემას
  • სპობს ანთებით პროცესებს

ადამიანის სხეულისთვის ქლოროფილი მნიშვნელოვანი დამხმარეა ორგანოების, განსაკუთრებით კი ღვიძლის გასაწმენდად სხვადასხვა ტოქსინისგან. ეს პიგმენტი ებრძვის ტოქსიკურ ნაერთებს (მათ შორის კარცინოგენულ ნივთიერებებს) ისე, რომ საზიანო ნივთიერებების ნაკლები რაოდენობა ხვდება ორგანიზმის ქსოვილებში. იგი ანეიტრალებს ყველაზე მავნე ნივთიერებებს. ქლოროფილი ასევე აჩქარებს ჭრილობების მოშუშების პროცესს და ათავისუფლებს სხეულს არასასიამოვნო სუნისგან, რაც ბევრი ადამიანისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს. კვლევებმა ასევე ცხადყო, რომ ქლოროფილი დადებით გავლენას ახდენს გულსისხლძარღვთა სისტემაზე და სპობს ანთებით პროცესებს.

ქლოროფილის გარდა, მწვანე ფერის ბოსტნეული ასევე მდიდარია ფოლიუმის მჟავით - კლასიფიცირებული როგორც B ჯგუფის ვიტამინი. იგი ძალზე მნიშვნელოვანია არა მარტო ორსულების დიეტის დროს, არამედ ზოგადად ნებისმიერი დიეტის დაცვისას. იგი განსაზღვრავს უჯრედის მემბრანის შერჩევით გამტარობას და გავლენას ახდენს ჩვენს ნერვულ სისტემაზე. ამ ჯგუფის ბოსტნეული ასევე მდიდარია A, C და E ვიტამინებით; დადებით გავლენას ახდენს ჩვენს იმუნურ სისტემაზე, ხელს უშლის კიბოს განვითარებას, აუმჯობესებს კანის სტრუქტურას და აფერხებს დაბერების პროცესს.

ყველაზე უფრო დაფასებული მწვანე ბოსტნეულია:

  • ისპანახი
  • ბროკოლი
  • ბრიუსელის კომბოსტო
  • სატაცური
  • კომბოსტო
  • კიტრი
  • მწვანე ბარდა
  • სალათის ფურცლები

რეცეპტები, რომლითაც შესაძლოა, დაინტერესდეთ

პასტა ლინგვინე მწვანე ზეთისხილით და ყავისფერი სოკოთი

მზვანე სეთისხილისა და ყავისფერი სოკოს ნაზავი რბილ პასტას აძლევს ძლიერ გემოს

2 ადამიანი 30-45 წუთი მარტივი
საუზმე: ბარდის კრემი ტოსტზე
საუზმე: ბარდის კრემი ტოსტზე

ვეგეტარიანული საუზმე, ნოყიერი და გემრიელი

2 ადამიანი 30-45 წუთი მარტივი
სიმინდის ნამცხვარი
სიმინდის ნამცხვარი

უგემრიელესი რეცეპტი ფარაონების დროიდან.

4 ადამიანი 45 წუთზე მეტი მარტივი
შემწვარი ორაგული ტკბილი სიმინდით
შემწვარი ორაგული ტკბილი სიმინდით

შთამბეჭდავი კერძი, რომელიც თქვენს გემოვნებას დააკმაყოფილებს

2 ადამიანი 30-45 წუთი რთული
მწვანე დიეტა ჯანმრთელი დიეტაა

მწვანე ფერი მიანიშნებს ქლოროფილის შემცველობაზე, რომელიც მნიშვნელოვანი პიგმენტია და აღადგენს თქვენს ენერგიას შთანთქმული მზის სხივების მეშვეობით. მწვანე ფერის ბოსტნეულის ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქციები:

  • აუვნებელყოფებს ტოქსინებს
  • ეხმარება ღვიძლის გაწმენდას
  • განდევნის ზედმეტ შაქარს სისხლიდან
  • გამოდევნის და ამცირებს სხეულის არასასიამოვნო სუნს
  • აძლიერებს გულსისხლძარღვთა სისტემას
  • სპობს ანთებით პროცესებს

ადამიანის სხეულისთვის ქლოროფილი მნიშვნელოვანი დამხმარეა ორგანოების, განსაკუთრებით კი ღვიძლის გასაწმენდად სხვადასხვა ტოქსინისგან. ეს პიგმენტი ებრძვის ტოქსიკურ ნაერთებს (მათ შორის კარცინოგენულ ნივთიერებებს) ისე, რომ საზიანო ნივთიერებების ნაკლები რაოდენობა ხვდება ორგანიზმის ქსოვილებში. იგი ანეიტრალებს ყველაზე მავნე ნივთიერებებს. ქლოროფილი ასევე აჩქარებს ჭრილობების მოშუშების პროცესს და ათავისუფლებს სხეულს არასასიამოვნო სუნისგან, რაც ბევრი ადამიანისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს. კვლევებმა ასევე ცხადყო, რომ ქლოროფილი დადებით გავლენას ახდენს გულსისხლძარღვთა სისტემაზე და სპობს ანთებით პროცესებს.

ქლოროფილის გარდა, მწვანე ფერის ბოსტნეული ასევე მდიდარია ფოლიუმის მჟავით - კლასიფიცირებული როგორც B ჯგუფის ვიტამინი. იგი ძალზე მნიშვნელოვანია არა მარტო ორსულების დიეტის დროს, არამედ ზოგადად ნებისმიერი დიეტის დაცვისას. იგი განსაზღვრავს უჯრედის მემბრანის შერჩევით გამტარობას და გავლენას ახდენს ჩვენს ნერვულ სისტემაზე. ამ ჯგუფის ბოსტნეული ასევე მდიდარია A, C და E ვიტამინებით; დადებით გავლენას ახდენს ჩვენს იმუნურ სისტემაზე, ხელს უშლის კიბოს განვითარებას, აუმჯობესებს კანის სტრუქტურას და აფერხებს დაბერების პროცესს.

ყველაზე უფრო დაფასებული მწვანე ბოსტნეულია:

  • ისპანახი
  • ბროკოლი
  • ბრიუსელის კომბოსტო
  • სატაცური
  • კომბოსტო
  • კიტრი
  • მწვანე ბარდა
  • სალათის ფურცლები
Ecommerce Modal Title
Ecommerce Modal Description