ყველაზე პოპულარული მაკარონის სოუსები

სოუსი ბოლონეზე - ეს იტალიის ერთ-ერთი რეგიონის, ემილია-რომანას საფირმო კერძია. ამ სოუსის ძირითადი ინგრედიენტებია სტაფილო, ხახვი, ნიახური, ტომატ-პასტა და წითელი ღვინო. იტალიაში მას სპაგეტთან ერთად არ მიირთმევენ. პასტა, რომელსაც ბოლონეზესათვის ამზადებენ, ტეგლიატელეა (tagliatelle - გრძელი და ფართო ლენტები). ბოლონეზე ასევე ძალიან უხდება ლაზანიას ბაშამელის სოუსით. კარბონარა იტალიის ერთ-ერთი რეგიონის, ლაციოს საფირმო კერძია, განსაკუთრებით კი დამახასიათებელია რომისათვის. ტრადიციულად ის მზადდება კვერცხით, ლორით (ძირითადად პანჩეტა გამოიყენება) და პოცერინოს ან პარმეზანის ყველით, რომელსაც შავ პილპილს უმატებენ. მიუხედევად იმისა, რომ ამ სოუსს ძირითადად სპაგეტთან ერთად მიირთმევენ, ის ასევე ძალიან უხდება ბავეტეს (bavette - გრძელი და წვრილი ლენტები). კლასიკური მწვანე პესტოს სამშობლო გენუაა, ლიგურიის რეგიონის დედაქალაქი. მისი ძირითადი ინგრედიენტებია: ბაზილიკი, მიწის თხილი, ნიორი, ზეითუნის ზეთი, პარმეზანი და ზღვის მარილი. პესტო განსაკუთრებულად უხდება ბავეტეს, სპაგეტის ან ლაზანიის მომზადებულ ნაჭრებს. სოუსი არაბიატა კიდევ ერთი დელიკატესია ლაციოსა და რომიდან. ის ძალიან იოლად და სწრაფად მზადდება პომიდვრის სოუსით, წიწაკითა და ნიორით ზეითუნის ზეთთან ერთად. სოუსი არაბიატა ძალიან უხდება პენე რიგატას. მაკარონს, მთელ თავის დანამატებთან ერთად როგორც წესი ზემოდან აყრიან დაჭრილ ოხრახუშს. ის ასეთივე წარმატებით გამოიყენება როგორც პიცის სოუსი.

რეცეპტები, რომლითაც შესაძლოა, დაინტერესდეთ

ფახლავა

ფახლავა

აღმოსავლური დესერტი.

6 ადამიანი 45 წუთზე მეტი მარტივი
ბურიტო მექსიკური სოუსით

ბურიტო მექსიკური სოუსით

არომატული და ცხარე ბურიტო მოგიკლავთ შიმშილის გრძნობას.

12 ადამიანი 45 წუთზე მეტი საშუალო სირთულის
ნივრიანი ბაგეტი

ნივრიანი ბაგეტი

ფრანგული სამზარეულოს სიმბოლო.

4 ადამიანი 30-45 წუთი მარტივი
ვანტონი – ჩინური პელმენი

ვანტონი – ჩინური პელმენი

პოპულარული ჩინური კერძი.

4 ადამიანი 45 წუთზე მეტი საშუალო სირთულის