ყვითელი ბოსტნეული საუკეთესო წამალია თქვენი თვალებისა და კანისთვის

კაროტინოიდები, რომლებსაც ყვითელი ფერის ბოსტნეული შეიცავს, როგორც წესი, ნივთიერებათა კომპლექსურ ჯგუფს წარმოადგენს. მასში შედის: ბეტა-კაროტინი, ლუთეინი, ზეაქსანტინი და ლიკოპენი. უფრო მეტიც, თითოეულ კაროტინოიდს განსხვავებული უნარები გააჩნია. წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს:

  • ზრდის ელასტიკურობას
  • იცავს თვალს
  • ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას
  • აუმჯობესებს კანს, თმასა და ფრჩხილებს
  • იცავს თავისუფალი რადიკალებისგან

Yellow vegetables

ადამიანის სხეულს აქვს უნარი, კაროტინოიდები გარდაქმნას A ვიტამინად, რომელიც ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის შეუცვლელი ელემენტია. იგი აძლიერებს იმუნურ სისტემას და აუმჯობესებს კანის მდგომარეობას. კაროტინოიდები ასევე საჭიროა მხედველობის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, ვინაიდან ისინი ხალის შემადგენელი კომპონენტებია - თვალის იმ ნაწილის, რომელიც პასუხისმგებელია მხედველობაზე. ამას გარდა, ყვითელი და სტაფილოსფერი ბოსტნეული სხეულს იცავს მავნე ულტრაიისფერი სხივებისგან. იმ ადამიანების კანი, რომელთა დიეტა კაროტინოიდებით მდიდარია, გვიან ბერდება. კაროტინოიდები ასევე აუმჯობესებს ძვლების მდგომარეობას, აძლიერებს მათ. ეს პიგმენტები ასევე გვიცავენ თავისუფალი რადიკალებისგან, რომლებიც მრავალი სიმსივნური დაავადების გამომწვევია. მამაკაცები, რომლებიც არასაკმარის ყვითელ და სტაფილოსფერ ბოსტნეულს იღებენ პროსტატის კიბოს განვითარების აშკარა რისკის ქვეშ არიან. კაროტინოიდები ამცირებენ საშვილოსნოს ყელის, ფილტვების და საჭმლის მომნელებელი სისტემის კიბოს განვითარების რისკს და გვიცავს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან სისხლში ქოლესტერინის რაოდენობის შემცირებით. ყვითელი და სტაფილოსფერი ბოსტნეულის ჯგუფში შედიან:

  • სტაფილო
  • სიმინდი
  • გოგრა
  • ყვითელი წიწაკა
  • პომიდორი

რეცეპტები, რომლითაც შესაძლოა, დაინტერესდეთ

ბადრიჯნის ხვეულები
ბადრიჯნის ხვეულები

უგემრიელესი, ქართული საფირმო კერძი.

2 ადამიანი 45 წუთზე მეტი მარტივი
ვალდორფის სალათი - ასტორია
ვალდორფის სალათი - ასტორია

სალათი, სასტუმრო ვალდორფ-ასტორიას შეფ-მზარეულისგან.

4 ადამიანი 30-45 წუთი მარტივი
ტკბილი სიმინდის ღვეზელი
ტკბილი სიმინდის ღვეზელი

ჰაეროვანი, ნოტიო და გემრიელი ღვეზელი სიმინდით, რომელიც შესძლებს გაგაბედნიეროთ!

10 ადამიანი 45 წუთზე მეტი საშუალო სირთულის
სიმინდის შეჭამანდი
სიმინდის შეჭამანდი

კერძი უნიკალური არომატით.

4 ადამიანი 30-45 წუთი მარტივი
ყვითელი ბოსტნეული საუკეთესო წამალია თქვენი თვალებისა და კანისთვის

კაროტინოიდები, რომლებსაც ყვითელი ფერის ბოსტნეული შეიცავს, როგორც წესი, ნივთიერებათა კომპლექსურ ჯგუფს წარმოადგენს. მასში შედის: ბეტა-კაროტინი, ლუთეინი, ზეაქსანტინი და ლიკოპენი. უფრო მეტიც, თითოეულ კაროტინოიდს განსხვავებული უნარები გააჩნია. წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს:

  • ზრდის ელასტიკურობას
  • იცავს თვალს
  • ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას
  • აუმჯობესებს კანს, თმასა და ფრჩხილებს
  • იცავს თავისუფალი რადიკალებისგან

Yellow vegetables

ადამიანის სხეულს აქვს უნარი, კაროტინოიდები გარდაქმნას A ვიტამინად, რომელიც ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის შეუცვლელი ელემენტია. იგი აძლიერებს იმუნურ სისტემას და აუმჯობესებს კანის მდგომარეობას. კაროტინოიდები ასევე საჭიროა მხედველობის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, ვინაიდან ისინი ხალის შემადგენელი კომპონენტებია - თვალის იმ ნაწილის, რომელიც პასუხისმგებელია მხედველობაზე. ამას გარდა, ყვითელი და სტაფილოსფერი ბოსტნეული სხეულს იცავს მავნე ულტრაიისფერი სხივებისგან. იმ ადამიანების კანი, რომელთა დიეტა კაროტინოიდებით მდიდარია, გვიან ბერდება. კაროტინოიდები ასევე აუმჯობესებს ძვლების მდგომარეობას, აძლიერებს მათ. ეს პიგმენტები ასევე გვიცავენ თავისუფალი რადიკალებისგან, რომლებიც მრავალი სიმსივნური დაავადების გამომწვევია. მამაკაცები, რომლებიც არასაკმარის ყვითელ და სტაფილოსფერ ბოსტნეულს იღებენ პროსტატის კიბოს განვითარების აშკარა რისკის ქვეშ არიან. კაროტინოიდები ამცირებენ საშვილოსნოს ყელის, ფილტვების და საჭმლის მომნელებელი სისტემის კიბოს განვითარების რისკს და გვიცავს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან სისხლში ქოლესტერინის რაოდენობის შემცირებით. ყვითელი და სტაფილოსფერი ბოსტნეულის ჯგუფში შედიან:

  • სტაფილო
  • სიმინდი
  • გოგრა
  • ყვითელი წიწაკა
  • პომიდორი
Ecommerce Modal Title
Ecommerce Modal Description