რა თანმიმდევრობით უნდა მივიტანოთ კერძები სუფრასთან?

წვეულების დროს სუფრასთან კერძების მიტანის საყოველთაოდ გავრცელებული თანმიმდევრობა შემდეგნაირად გამოიყურება: ფხალეული, წვნიანი, თევზეული, ხორცეული, ყველი და დესერტი. რა თქმა უნდა, კერძების რაოდენობა არ არის შეზღუდული, შეგიძლიათ იმდენი მიიტანოთ სუფრასთან რამდენის მომზადებაც შეძელით. საუკეთესოა თუ ოთხ-ხუთ კერძს მიიტანთ, ხოლო პატარა წვეულებისათვის ეს რაოდენობა სამამდე შეამცირეთ. სახლში წვეულების მოწყობა თუ გადაწყვიტეთ, ეს წესები გამოგადგებათ. ფხალეული სტუმრების მოსვლამდე უნდა გაიწყოს სუფრაზე, ხოლო წვნიანი და ხორცეული მოგვიანებით უნდა მიართვათ სტუმრებს. სტუმრებისათვის კერძების თანმიმდევრობით შეთავაზება ჩვენს კარგ მანერებზე მეტყველებს. სუფრაზე შემოსული ყოველი ახალი კერძი პირველ რიგში უხუცეს სტუმრებს, განსაკუთრებით კი ქალბატონებს უნდა შევთავაზოთ, ხოლო მასპინძლებს - ყველაზე ბოლოს. კერძები პირდაპირ ხელით არ უნდა შესთავაზოთ სტუმრებს, ამასთან გაითვალისწინეთ, რომ ყოველი კერძი სტუმარს სკამის მარჯვენა მხრიდან უნდა შესთავაზოთ. ასეთივე წესით ვავსებთ წყლისა თუ ღვინის ჭიქას. თავდაპირველად მანდილოსნების ჭიქები ივსება და მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლიათ მოემსახუროთ მამაკაცებს.

გაიგეთ როგორ ემსახურებისნ რესტორნებსა თუ ოფიციალურ წვეულებებს.

გაიგეთ მეტი და დატკბით თქვენი წვეულებით: ბოსტნეული თქვენს მაგიდაზე

რეცეპტები, რომლითაც შესაძლოა, დაინტერესდეთ

ბადრიჯნის ხვეულები

ბადრიჯნის ხვეულები

უგემრიელესი, ქართული საფირმო კერძი.

2 ადამიანი 45 წუთზე მეტი მარტივი
ახალი სალათი ზეთისხილით

ახალი სალათი ზეთისხილით

მარტივი საჭმლისგან სპეციალურ სალათამდე. ხილისა და მცენარეული ინგრედიენტების საინტერესო ნაზავი, შესანიშნავია გემოების აფეთქებისთვის!

2 ადამიანი 15-30 წუთი მარტივი
კომბოსტოს სალათი

კომბოსტოს სალათი

კომბოსტოს სალათის რეცეპტი.

4 ადამიანი 30-45 წუთი მარტივი
ლაზანია - ხორცითა და ბოსტნეულით

ლაზანია - ხორცითა და ბოსტნეულით

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კერძი იტალიური სამზარეულოდან.

4 ადამიანი 45 წუთზე მეტი რთული