This website uses cookies. By using this website you consent to our cookie policy.

More details

რომელი ვიტამინი სჭირდება თქვენს ორგანიზმს ყველაზე მეტად?

ყველამ შესანიშნავად ვიცით, რომ ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის ვიტამინებისა და მინერალების გარკვეული რაოდენობაა საჭირო. ჩვენი რაციონი უნდა იყოს დაბალანსებული და მრავალფეროვანი იმისათვის, რომ ამ ნივთიერებებმა ორგანიზმში ოპტიმალური დიეტის საშუალებით შეაღწიონ. თუმცა ყველამ არ იცის, ზუსტად რომელი ელემენტებია საჭირო ჩვენი ორგანიზმისათვის.

А ვიტამინი კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი ორგანიზმის სწორი ფუნქციონირებისათვის. ის პასუხისმგებელია თვალის, კანისა და თმის ჯანმრთელობაზე. ჯანმრთელობისათვის კიდევ ერთი შეუცვლელი ინგრედიენტი - B ჯგუფის ვიტამინებია. მათზე ბევრად არის დამოკიდებული ჩვენი კარგი განწყობა. ამასთან არ უნდა დავივიწყოთ მათი გავლენა იმუნურ და ნერვულ სისტემებზე. C ვიტამინიც ასევე საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადამიანის ორგანიზმისათვის - ის ზრდის ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობას სხვადასხვა ინფექციისადმი. ამასთან, С ვიტამინის საკმარისი ოდენობით მიღება ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს. არ უნდა დავივიწყოთ E ვიტამინი, რომელსაც არაჩვეულებრივი გავლენა აქვს ჩვენი სხეულის კუნთოვან ნაწილზე. ის ძლიერი ანტიოქსიდანტია, ამიტომ მისი მარაგის მუდმივი შევსებით, ჩვენ ვიცავთ საკუთარ ორგანიზმს სიმსივნური და გულის დაავადებებისაგან. გავიხსენოთ ასევე K ვიტამინი, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს სისხლის შედედების პროცესში, ხელს უშლის სიმსივნის განვითარებასა და ზრდის კალციუმის შეწოვას. 

გაამდიდრეთ თქვენი რაციონი ვიტამინებით თქვენივე ჯანმრთელობისათვის

Recipes that might interest you

სალათის ასორტი იოგურტის დრესინგით
სალათის ასორტი იოგურტის დრესინგით

სალათი სტაფილოთი, ნიახურის ძირით და სიმინდით, მსუბუქი იოგურტის დრესინგით

2 persons 30-45 min Easy
სალათი სიმინდით ჩილი, ლურჯი ყველით და ნიგოზით

ძალიან განსაკუთრებული სალათი ბონდუელის სიმინდის და ცისფერი ყველის ოდნავ ცხარე გემოს გამო

4 persons under 15 min Easy
ბადრიჯნის ხვეულები
ბადრიჯნის ხვეულები

უგემრიელესი, ქართული საფირმო კერძი.

2 persons over 45 min Easy
ახალი სალათი ზეთისხილით
ახალი სალათი ზეთისხილით

მარტივი საჭმლისგან სპეციალურ სალათამდე. ხილისა და მცენარეული ინგრედიენტების საინტერესო ნაზავი, შესანიშნავია გემოების აფეთქებისთვის!

2 persons 15-30 min Easy
რომელი ვიტამინი სჭირდება თქვენს ორგანიზმს ყველაზე მეტად?

ყველამ შესანიშნავად ვიცით, რომ ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის ვიტამინებისა და მინერალების გარკვეული რაოდენობაა საჭირო. ჩვენი რაციონი უნდა იყოს დაბალანსებული და მრავალფეროვანი იმისათვის, რომ ამ ნივთიერებებმა ორგანიზმში ოპტიმალური დიეტის საშუალებით შეაღწიონ. თუმცა ყველამ არ იცის, ზუსტად რომელი ელემენტებია საჭირო ჩვენი ორგანიზმისათვის.

А ვიტამინი კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი ორგანიზმის სწორი ფუნქციონირებისათვის. ის პასუხისმგებელია თვალის, კანისა და თმის ჯანმრთელობაზე. ჯანმრთელობისათვის კიდევ ერთი შეუცვლელი ინგრედიენტი - B ჯგუფის ვიტამინებია. მათზე ბევრად არის დამოკიდებული ჩვენი კარგი განწყობა. ამასთან არ უნდა დავივიწყოთ მათი გავლენა იმუნურ და ნერვულ სისტემებზე. C ვიტამინიც ასევე საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადამიანის ორგანიზმისათვის - ის ზრდის ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობას სხვადასხვა ინფექციისადმი. ამასთან, С ვიტამინის საკმარისი ოდენობით მიღება ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს. არ უნდა დავივიწყოთ E ვიტამინი, რომელსაც არაჩვეულებრივი გავლენა აქვს ჩვენი სხეულის კუნთოვან ნაწილზე. ის ძლიერი ანტიოქსიდანტია, ამიტომ მისი მარაგის მუდმივი შევსებით, ჩვენ ვიცავთ საკუთარ ორგანიზმს სიმსივნური და გულის დაავადებებისაგან. გავიხსენოთ ასევე K ვიტამინი, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს სისხლის შედედების პროცესში, ხელს უშლის სიმსივნის განვითარებასა და ზრდის კალციუმის შეწოვას. 

გაამდიდრეთ თქვენი რაციონი ვიტამინებით თქვენივე ჯანმრთელობისათვის

Ecommerce Modal Title
Ecommerce Modal Description