სად უფრო მეტად უყვართ ყავა?

საშუალო ევროპელი წელიწადში 5 კგ ყავას მოიხმარს. გამოკითხვების შედეგად დადგინდა, რომ ფინელები ყველაზე მეტ ყავას სვამენ. ფინეთის ყოველი ზრდასრული მოქალაქე წელიწადში 12 კგ-მდე ყავას მოიხმარს. მეორე ადგილზეა ნორვეგია - 8.85 კგ. შემდეგ დანია - 8.58 კგ და შვედეთი - 8 კგ. აშშ ამ რეიტინგში მხოლოდ მე-16 ადგილზეა. ამერიკელები განსაკუთრებით ისეთ ყავის სასმელებს ანიჭებენ უპირატესობას, რომელშიც თავად ყავის შემცველობა ძალიან მცირეა. საინტერესოა, რომ ყავის ყველაზე დიდი მწარმოებელი - ბრაზილია - ამ რეიტინგში აშშ-ზე ქვემოთაა. მიუხედავად იმისა, რომ იტალიელები ცნობილნი არიან თავიანთი "პატარა შავი" ყავით, შეფასებაში მეათე ადგილი დაიჭირეს 5.1 კგ ყავით წელიწადში ერთ ადამიანზე. მას მოჰყვებიან ისეთი ქვეყნები, როგორიცაა შვეიცარია, ნიდერლანდები, გერმანია, ავსტრია და საფრანგეთი. ყავის დალევის სხვადასხვა საშუალება არსებობს. ხანდახან ყავას ფაიფურის ფინჯნებით ვსვამთ ხილთან ერთად, თუმცა ქალაქის გიჟურ რიტმს უფრო არომატული და ძლიერი ყავა შეეფერება, როგორიცაა მაკიატო ქაღალდის ჭიქაში, რომელსაც ლოდინი არ სჭირდება. როგორც წესი, ყავას სახლში ან სამსახურში ვსვამთ, თუმცა უფრო და უფრო ხშირად ვსტუმრობთ ყავის სახლებსა და ბარებს. ყავის არჩევისას არ მივყვებით მოდას, არამედ ვირჩევთ სასმელს მისი ხარისხის მიხედვით. 

რეცეპტები, რომლითაც შესაძლოა, დაინტერესდეთ

ბურატა სიმინდით და პესტოთი
ბურატა სიმინდით და პესტოთი

ძალიან გემრიელი და მარტივი რეცეპტი

2 ადამიანი 15-30 წუთი მარტივი
ვანტონი – ჩინური პელმენი
ვანტონი – ჩინური პელმენი

პოპულარული ჩინური კერძი.

4 ადამიანი 45 წუთზე მეტი საშუალო სირთულის
მექსიკური სალათი მაკარონითა და თინუსით
მექსიკური სალათი მაკარონითა და თინუსით

ჯანსაღი და ნოყიერი სალათი უნიკალური გემოების ნაზავით

2 ადამიანი 15-30 წუთი საშუალო სირთულის
სიცილიური სპაგეტი - თინუსით
სიცილიური სპაგეტი - თინუსით

რეკომენდებულია შეყვარებული ადამიანებისათვის.

4 ადამიანი 30-45 წუთი მარტივი