საკვები ჯანმრთელი კანისათვის

ზაფხულში ჩვენი კანი უფრო თვალში მოსახვედრია შორტების, მოკლე მკლავიანი მაისურების, კაბებისა თუ საცურაო კოსტუმების გამო. როგორც ქალებისათვის, ასევე მამაკაცებისათვის მნიშვნელოვანია, რომ ის შესანიშნავად და, რაც მთავარია, ჯანმრთელად გამოიყურებოდეს.

საუკეთესო საშუალება თქვენი კანის სიჯანსაღისათვის მისი სათანადო დატენიანებაა, რომლის მეშვეობითაც კანი უფრო ახალგაზრდა და გლუვია. ამისათვის კი თქვენ დღეში მინიმუმ 2 ლიტრი წყალი უნდა დალიოთ, ხოლო ცხელი ზაფხულის დღეებში კიდევ უფრო მეტი. თუ ვერ სვამთ ასეთი ოდენობის წყალს, დაუმატეთ მას პიტნა, რეჰანი ან სხვა რომელიმე ხილი არომატისათვის. ასევე შეგიძლიათ მიირთვათ მწვანე ჩაი ან დიდი ოდენობით წყლის შემცველი საკვები:

  • საზამთრო
  • ნესვი
  • კიტრი
  • ბროკოლი
  • პომიდორი
  • მოცვი
  • ბოლოკი
  • გრეიფრუტი

სხვა პროდუქტები, რომლებიც სასარგებლოა თქვენი კანის სიჯანსაღისათვის:

  • ზეითუნის ზეთი
  • ხუჭუჭა კომბოსტო (kale)
  • კაკალი
  • ყვითელი ბულგარული წიწაკა
  • სტაფილო
  • მზესუმზირა
  • თურქული ბარდა
  • იოგურტი
  • ლობიო
  • სოიო

გამოიყენეთ ისინი თქვენს რეცეპტებში და იყავით დარწმუნებულნი, რომ თქვენი კანი გლუვია და შესანიშნავად გამოიყურება.

ამასთან, არ დაგავიწყდეთ დაიცვათ თქვენი კანი მზისაგან - ყოველთვის გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემი!

რეცეპტები, რომლითაც შესაძლოა, დაინტერესდეთ

ლაზანია - ხორცითა და ბოსტნეულით

ლაზანია - ხორცითა და ბოსტნეულით

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კერძი იტალიური სამზარეულოდან.

4 ადამიანი 45 წუთზე მეტი რთული
დამარინადებული ორაგული

დამარინადებული ორაგული

დამარინადებული ორაგული საუცხოო გემოთი.

3 ადამიანი 45 წუთზე მეტი საშუალო სირთულის
სალათი ცეზარი ქათმით

სალათი ცეზარი ქათმით

მსოფლიოს ყველაზე პოპულარული სალათი.

2 ადამიანი 30-45 წუთი მარტივი
ფახლავა

ფახლავა

აღმოსავლური დესერტი.

6 ადამიანი 45 წუთზე მეტი მარტივი