სიმინდი - გლუტენისგან თავისუფალი ბოსტნეული

ინდიელების ოქრო, როგორც ამას ზოგიერთი უწოდებს სიმინდს, ძირითადად მდიდარია B ვიტამინით ისევე, როგორც ვიტამინებით A, D, E, K და ფოლიუმის მჟავით. იგი ასევე შეიცავს ადამიანის ორგანიზმისთვის სასარგებლო ისეთ ნივთიერებებსა და მინერალებს, როგორიცაა ფოსფორი, კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი და სელენიუმი; ასევე შეიცავს მცირე რაოდენობით კობალტს, იოდს და ბრომს.

სიმინდი - ძლიერი ანტიოქსიდანტი

სელენიუმი და E ვიტამინი ამცირებს სიმსივნის განვითარების რისკს. სელენიუმი ფერმენტების შემადგენელი ნაწილია, რომელიც იცავს უჯრედის მემბრანას და სისხლის წითელ უჯრედებს თავისუფალი რადიკალების გამანადგურებელი ეფექტისგან. ეს ხელს უშლის სიმსივნურ ცვლილებებს ქსოვილებსა და ორგანოებში. ამასთან, სელენიუმი მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის გაძლიერებაში. როდესაც ამ ელემენტის ოპტიმალური დოზით მიღება ხდება, ორგანიზმში იზრდება სისხლის თეთრი უჯრედების გამომუშავება. გარდა ამისა, სიმინდის კიდევ ერთი ძვირფასი ინგრედიენტია ლუტეინი - ყვითელი პიგმენტი კაროტინოიდების ჯგუფიდან - რომელიც იცავს თვალის ხალს დეგენერირებისგან და გააჩნია ანტიოქსიდანტური თვისებები.

Corn for a healthy heartსიმინდი ჯანმრთელი გულისთვის

კალიუმის შემცველი სიმინდი აუმჯობესებს გულის მდგომარეობას. კვლევებით დადგენილია, რომ ადამიანებს,  რომელთა საკვები დიდი ოდენობით შეიცავს ამ ნივთიერებას გაცილებით დაბალი სისხლის წნევა და უკეთესი გულისცემის რიტმი აქვთ. უფრო მეტიც, სიმინდის მოხმარება ამცირებს ქოლესტერინის დონეს. ბოჭკო, რომელსაც სიმინდი შეიცავს, იკრავს ქოლესტერინს და აადვილებს ამ საზიანო ცხიმის გამოყოფას ორგანიზმიდან.

გლუტენისაგან თავისუფალი

ბევრი ადამიანისთვის არ არის ცნობილი, რომ სიმინდი უსაფრთხოა მათთვის, ვინც გლუტენისაგან თავისუფალ დიეტაზე იმყოფება. ისეთი პროდუქტები, როგორიცაა ფქვილი, შვრიის ცეხვილი, ბურღულეულის ფანტელები და ზეთი შესაძლოა შეიცვალოს სიმინდისგან დამზადებული პროდუქტებით.

რეცეპტები, რომლითაც შესაძლოა, დაინტერესდეთ

სევიჩე - მექსიკურად მომზადებული თევზი

სევიჩე - მექსიკურად მომზადებული თევზი

მექსიკური სამზარეულოს ნამდვილი მარგალიტი.

3 ადამიანი 45 წუთზე მეტი საშუალო სირთულის
მწვანე ლობიო კვერცხით

მწვანე ლობიო კვერცხით

უგემრიელესი, იოლად მოსამზადებელი საზაფხულო კერძი.

3 ადამიანი 45 წუთზე მეტი მარტივი
ბურიტო მექსიკური სოუსით

ბურიტო მექსიკური სოუსით

არომატული და ცხარე ბურიტო მოგიკლავთ შიმშილის გრძნობას.

12 ადამიანი 45 წუთზე მეტი საშუალო სირთულის
სალათი ცეზარი ქათმით

სალათი ცეზარი ქათმით

მსოფლიოს ყველაზე პოპულარული სალათი.

2 ადამიანი 30-45 წუთი მარტივი