გვერდი ინახავს ინფორმაციას მომხმარებელზე. საიტის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით მის პირობებს.

დეტალურად

თეთრი & წითელი თირკმლისებრი ლობიო

წითელი თირკმლისებრი ლობიო

თირკმლისებრი ლობიო რეკომენდებულია ვეგეტარიანელებისთვის, როგორც ცილების მდიდარი წყარო. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ იგი უფრო მეტ ცილას შეიცავს, ვიდრე ხორცი. წითელი ლობიო B ვიტამინის მდიდარი წყაროა, განსაკუთრებით კი B1 ვიტამინის, რომელიც ანტიდეპრესანტის ფუნქციას ასრულებს და აუმჯობესებს მეხსიერებას. ლობიო ასევე მდიდარია კალიუმით, კალციუმითა და ფოსფორით, რომლებიც ზრუნავენ ჩვენს სისხლის მიმოქცევის სისტემაზე და აუმჯობესებენ ძვლების მდგომარეობას. ამასთან, თირკმლისებრი ლობიო შეიცავს დიდი ოდენობით რკინას, ფოლიუმის მჟავას, სელენიუმს და თუთიას. ეს მინერალები მნიშვნელოვან როლს ასრულებს საჭმლის მომნელებელი სისტემის გამართულად ფუნქციონირებაში, იმუნურ სისტემასა და თავისუფალი რადიკალების გაუვნებელყოფაში. ბოჭკო, რომელსაც ლობიოს მარცვლები შეიცავს, ეხმარება ორგანიზმს ქოლესტერინის ზედმეტი ოდენობის გამოდევნაში, რაც ასევე დადებითად აისახება გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. ამას გარდა, წითელი ლობიო მდიდარია იზოფლავონებით, ნივთიერებებით, რომელიც ამცირებს მამაკაცებში პროსტატის კიბოს რისკს და განსაკუთრებით სასარგებლოა ქალებისთვის მენოპაუზის დროს. გლიცემიკის დაბალი ოდენობა ლობიოს კიდევ ერთი უპირატესობაა. იგი გვეხმარება შევინარჩუნოთ სისხლში შაქრის სტაბილური დონე. წითელ ლობიოში შემავალი პიგმენტი მნიშვნელოვანი ანტიოქსიდანტია.

White & Red Kidney Beans

თეთრი ლობიო

თეთრი ლობიოც ცილების მდიდარი წყაროა. ეს ბოსტნეული შეიცავს რკინის, სპილენძის, თუთიის, ფოსფორისა და მაგნიუმის მარაგს და საჭიროა ორგანიზმში A, E და B ვიტამინების ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ტუტე თვისებების დახმარებით, ლობიო ინარჩუნებს მჟავიანობის ბალანსს ორგანიზმში. იგი ასევე ბოჭკოს შესანიშნავი წყაროა, რას აუმჯობესებს ჩვენს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას. მისი მოხმარება ასევე სასარგებლო გავლენას ახდენს კუჭქვეშა ჯირკვლის, ღვიძლისა და მსხვილი ნაწლავის გამართულ ფუნქციონირებაზე. დამტკიცებულია, რომ თეთრი ლობიოს რეგულარული გამოყენება ჩვენს დიეტაში ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში, რაც შესაბამისად, ამცირებს გულის დაავადებების რისკს. გარდა ამისა, ლობიოს ეს სახეობა ლეციტინის ბუნებრივი წყაროა, რასაც სასარგებლო ეფექტი აქვს ჩვენს ნერვულ სისტემაზე, კონცენტრაციასა და მეხსიერებაზე.


რეცეპტები, რომლითაც შესაძლოა, დაინტერესდეთ

ომლეტი სიმინდით
ომლეტი სიმინდით

გულუხვი, ნოყიერი და ძალიან გემრიელი საუზმე. კლასიკური ომლეტი გამდიდრებულია სიმინდის ბუნებრივი ტკბილი გემოთი და მწვანე წიწაკით, რომელიც სრულყოფილს გახდის კერძს

2 ადამიანი 15-30 წუთი მარტივი
ნივრიანი ბაგეტი
ნივრიანი ბაგეტი

ფრანგული სამზარეულოს სიმბოლო.

4 ადამიანი 30-45 წუთი მარტივი
რიზოტო – ბრინჯით და ბოსტნეულით
რიზოტო – ბრინჯით და ბოსტნეულით

ჩინებული იტალიური რეცეპტი ბრინჯით.

4 ადამიანი 45 წუთზე მეტი საშუალო სირთულის
სალათის ასორტი იოგურტის დრესინგით
სალათის ასორტი იოგურტის დრესინგით

სალათი სტაფილოთი, ნიახურის ძირით და სიმინდით, მსუბუქი იოგურტის დრესინგით

2 ადამიანი 30-45 წუთი მარტივი
თეთრი & წითელი თირკმლისებრი ლობიო

წითელი თირკმლისებრი ლობიო

თირკმლისებრი ლობიო რეკომენდებულია ვეგეტარიანელებისთვის, როგორც ცილების მდიდარი წყარო. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ იგი უფრო მეტ ცილას შეიცავს, ვიდრე ხორცი. წითელი ლობიო B ვიტამინის მდიდარი წყაროა, განსაკუთრებით კი B1 ვიტამინის, რომელიც ანტიდეპრესანტის ფუნქციას ასრულებს და აუმჯობესებს მეხსიერებას. ლობიო ასევე მდიდარია კალიუმით, კალციუმითა და ფოსფორით, რომლებიც ზრუნავენ ჩვენს სისხლის მიმოქცევის სისტემაზე და აუმჯობესებენ ძვლების მდგომარეობას. ამასთან, თირკმლისებრი ლობიო შეიცავს დიდი ოდენობით რკინას, ფოლიუმის მჟავას, სელენიუმს და თუთიას. ეს მინერალები მნიშვნელოვან როლს ასრულებს საჭმლის მომნელებელი სისტემის გამართულად ფუნქციონირებაში, იმუნურ სისტემასა და თავისუფალი რადიკალების გაუვნებელყოფაში. ბოჭკო, რომელსაც ლობიოს მარცვლები შეიცავს, ეხმარება ორგანიზმს ქოლესტერინის ზედმეტი ოდენობის გამოდევნაში, რაც ასევე დადებითად აისახება გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. ამას გარდა, წითელი ლობიო მდიდარია იზოფლავონებით, ნივთიერებებით, რომელიც ამცირებს მამაკაცებში პროსტატის კიბოს რისკს და განსაკუთრებით სასარგებლოა ქალებისთვის მენოპაუზის დროს. გლიცემიკის დაბალი ოდენობა ლობიოს კიდევ ერთი უპირატესობაა. იგი გვეხმარება შევინარჩუნოთ სისხლში შაქრის სტაბილური დონე. წითელ ლობიოში შემავალი პიგმენტი მნიშვნელოვანი ანტიოქსიდანტია.

White & Red Kidney Beans

თეთრი ლობიო

თეთრი ლობიოც ცილების მდიდარი წყაროა. ეს ბოსტნეული შეიცავს რკინის, სპილენძის, თუთიის, ფოსფორისა და მაგნიუმის მარაგს და საჭიროა ორგანიზმში A, E და B ვიტამინების ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ტუტე თვისებების დახმარებით, ლობიო ინარჩუნებს მჟავიანობის ბალანსს ორგანიზმში. იგი ასევე ბოჭკოს შესანიშნავი წყაროა, რას აუმჯობესებს ჩვენს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას. მისი მოხმარება ასევე სასარგებლო გავლენას ახდენს კუჭქვეშა ჯირკვლის, ღვიძლისა და მსხვილი ნაწლავის გამართულ ფუნქციონირებაზე. დამტკიცებულია, რომ თეთრი ლობიოს რეგულარული გამოყენება ჩვენს დიეტაში ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში, რაც შესაბამისად, ამცირებს გულის დაავადებების რისკს. გარდა ამისა, ლობიოს ეს სახეობა ლეციტინის ბუნებრივი წყაროა, რასაც სასარგებლო ეფექტი აქვს ჩვენს ნერვულ სისტემაზე, კონცენტრაციასა და მეხსიერებაზე.

Ecommerce Modal Title
Ecommerce Modal Description