გვერდი ინახავს ინფორმაციას მომხმარებელზე. საიტის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით მის პირობებს.
დეტალურად
ჩვენ შეგვიძლია საკუთარი სიცოცხლის გახანგრძლივება თუ ჯანსაღად ვიცხოვრებთ.
,,არ დაგვავიწყდეს კავშირი კუჭისა თავთან, ნერვებისა სისხლთან და სულისა
აღმოაჩინეთ ჩვენი შერჩევა რეცეპტები სალათებისთვის ბოსტნეულით!
მაღალი დონის რესტორანში ან წვეულებაზე გახსოვდეთ, რომ დანა-ჩანგალი თქვენი მდუმარე კომუნიკაციის ფორმაა მომსახურე პერსონალთან თუ დიასახლისთან. თუ იცით ამ ნიშნების ენა?
როგორც წესი, ყავას ორი უკიდურესობა ახასიათებს: ჩვენ ან ვაღმერთებთ ამ სასმელს, ან სრულიან გულგრილნი ვართ მის მიმართ. სამწუხაროდ, ყავა ორმაგი ბუნებისაა, რომლის შესახებაც ღირს, იცოდეთ.
K ვიტამინის დადებითი ეფექტი და ძლიერი ძვლებისა თუ ჯანმრთელი სისხლძარღვოვანი სისტემის შენარჩუნების შესაძლებლობა უკვე კარგადაა ცნობილი. სამწუხაროდ, ადამიანის ორგანიზმს ამ ვიტამინის სინთეზი არ შეუძლია და მისი მოთხოვნილება აუცილებლად საკვებით უნდა შეივსოს.
E ვიტამინი A, D და K ვიტამინებთან ერთად ცხიმში ხსნად ვიტამინებს მიეკუთვნება. ამიტომ მათი მარაგი ცხიმოვან ქსოვილსა და თირკმელზედა ჯირკვალშია მხოლოდ.
ზაფხულში ჩვენი კანი უფრო თვალში მოსახვედრია და ყველას სურს, რომ ის შესანიშნავად გამოიყურებოდეს. ამისათვის კი შესაბამისად უნდა ვიზრუნოთ მასზე.
არ იცით, რომელი საკვები წაიღოთ ზღვის ან ტბის ნაპირზე პიკნიკის დროს? გინდათ, სცადოთ რამე ახალი? გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები.
იტალიაში სოუსები მზადდება იმ პროდუქტებისაგან, რომლებიც დამახასიათებელია კონკრეტული რეგიონისათვის. ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში ფართოდ გამოიყენება ტრუფელები და სხვა სოკოები, გენუაში - არომატული პესტო, ნეაპოლში - შესანიშნავი პომიდორი, სამხრეთში - თევზი და ზღვის პროდუქტები. ამჟამად ყველა კუთხეში მსგავს სოუსებს ამზადებენ, ვინაიდან ახალთახალი პროდუქტი მსოფლიოს ყველა რეგიონიდან იმპორტირდება.
C ვიტამინი - ეს ის ნაერთია, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ფართოდ გამოიყენება მედიცინაში. C ვიტამინი შეუცვლელია ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, ვინაიდან ის უამრავ პროცესში მონაწილეობს. ამასთან, C ვიტამინი ფართოდ გამოიყენება კოსმეტიკაში. ის ერთ-ერთი უძლიერესი ანტიოქსიდანტია, რომელიც აუვნებელყოფს თავისუფალ რადიკალებსა და აფერხებს დაბერების პროცესს.
ყოველ ზაფხულს განსაკუთრებულ დროს ვუთმობთ ჩვენს გარეგნობას და განწყობას. ბრტყელი მუცელი - ეს არ არის ოცნება, ეს რეალობაა! მიჰყევით ამ რჩევებს და და დატკბით თქვენი არაჩვეულებრივი მუცლით.
მწვადი, პიკნიკი, სადილი ბუნებაში - ეს ის არის, რის გამოც ასე ძალიან გვიყვარს ზაფხული. მარტივი ხერხების მეშვეობით შესძინეთ თქვენს სუფრას მეტი მომხიბვლელობა და სილამაზე.
მაკარონი ერთ-ერთი უძველესი კვების პროდუქტია. ჩინეთში, ყვითელი მდინარის ნაპირებზე ნეოლითური ხანის სოფლების გათხრების შედეგად დადასტურდა, რომ მაკარონს 4000 წლის წინაც ამზადებდნენ. ტრადიციული პასტა, წყლითა და ფქვილით მომზადებული და შემდეგ გამომშრალი, უძველესი აღმოსავლეთისთვისაც საკმაოდ ნაცნობი იყო. მოსამზადებლად გამოყენებული ფქვილის მიხედვით პასტის რამდენიმე სახესხვაობა არსებობს.
სწორი მომსახურების პრინციპები მარტივი და ლოგიკურია. მათი ცოდნა საშუალებას მოგვცემს, თავიდან ავიცილოთ უხერხულობა რესტორანში ან სახლში ოფიციალური წვეულების დროს. სუფრასთან მოქცევის ეტიკეტი ასევე განსაზღვრავს კერძების სუფრასთან მიტანის თანმიმდევრობას.
"თეთრი სიკვდილი", როგორც ამას მარილს უწოდებენ, ცოტა გადაჭარბებულია. ნარტიუმის ქლორიდი ძალიან მნიშვნელოვანი კონსერვანტია და ამასთან აუმჯობესებს საკვების გემოს.
B ჯგუფის ვიტამინები ამცირებს სტრესს, არეგულირებს მეტაბოლიზმს, გავსებთ ენერგიით და ზრუნავს თქვენი კანის მდგომარეობაზე. რადგან ჩვენს ორგანიზმს არ ძალუძს B ვიტამინის მარაგის შექმნა, საჭიროა მისი რეგულარული მიღება.
ბოსტნეული და ხილი დღიური რაციონის მნიშვნელოვანი შემადგენელია. ჩვენი სხეულის საჭირო საკვებით უზრუნველყოფის მარტივი გზა არის ფერადი საჭმლის შედგენა ისე, რომ ჩვენს თეფშზე იყოს ყველა სახის საკვები.
ვიტამინები მგრძნობიარეა მაღალი ტემპერატურეის მიმართ, ამიტომ მოხარშული ან ორთქლზე მომზადებული პროდუქტები ნაკლებ ვიტამინ C-ს შეიცავს, ვიდრე უმი ბოსტნეული.
ყოველდღე სხვადასხვა, ხშირად ერთმანეთთან საწინააღმდეგო ინფორმაცია გვესმის ყავის გავლენაზე ადამიანის ორგანიზმზე. ითვლება, რომ ის აუმჯობესებს კონცენტრაციას. გვჭირდება თუ არა კოფეინი, რომ ნაყოფიერად ვიმუშაოთ? როგორ უნდა დავლიოთ ყავა, რომ მივიღოთ სასურველი შედეგი?
შესაფერისი ღვინო არა მარტო ხაზს უსვამს კერძის გემოს, არამედ, როგორც ღვინის სპეციალისტები ამტკიცებენ, აძლიერებს გემოს შეგრძნებას. კერძისთვის საუკეთესო სასმელის შერჩევა არ არის ადვილი. არ შეიძლება, ღვინომ დაფაროს ან შეცვალოს კერძის გემო - და მსგავსად კერძმა არ უნდა ჩააქროს ღვინის არომატი.
მაკარონი სხვადასხვა ზომისა თუ ფორმის მზადდება. უთხელეს პასტის სახეობას, როგორც წესი წვნიანებს უმატებენ ან გრძელი ლენტებისა თუ ზონრების სახით სოუსებთან ერთად მიირთმევენ; მილებსა და ხვეულებს ძირითადად მაკარონის სალათებისა და ტაფამწვარისათვის იყენებენ. პასტის ზოგიერთი სახეობა იმდენად დიდი ზომისაა, რომ მასში შესაძლებელია გულსართის მოთავსება და გამოცხობა, ხოლო ზოგიერთი, როგორიცაა რავიოლი მხოლოდ გულსართით მზადდება.
A ვიტამინი უმნიშვნელოვანესია მხედველობისათვის. ის ასევე აძლიერებს იმუნურ სისტემას და ხელს უშლის ინფექციების განვითარებას. ამასთან, A ვიტამინი უნარჩუნებს თქვენს თმებსა და ფრჩხილებს ჯანსაღ ელფერს. ის უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს თავისუფალი რადიკალების წინააღმდეგ ბრძოლაში - როგორც ერთ-ერთი უძლიერესი ანტიოქსიდანტი ის გავლენას ახდენს უჯრედის მემბრანის ნორმალურ ფუნქციონირებაზე.
მაკარონი - იდეალური არჩევანია მათთვის, ვისაც იტალიური სამზარეულო უყვარს. თუმცა ხანდახან მომზადების პროცესში მაკარონი ფორმას კარგავს სახამებლის დიდი შემცველობის გამო. ამის გამო ჩვენი კერძი ნაკლებად მადისაღმძვრელად გამოიყურება და ნაკლებად გემრიელია. მაკარონის სწორად მომზადება კიდევ უფრო გაამძაფრებს თქვენი საყვარელი კერძის გემოს.