E ვიტამინი: ჯანმრთელი ნაერთი

13.07.2015

დაგეგმეთ თქვენი რაციონი E ვიტამინით მდიდარი საკვებით

E ვიტამინი, A და C ვიტამინებთან ერთად უძლიერესი ანტიოქსიდანტია, რომელიც იცავს ორგანიზმს ჟანგვითი სტრესისაგან და შესაბამისად, თავს არიდებს უჯრედების დაზიანებას - თავისუფალი რადიკალებისაგან. E ვიტამინი ჩართულია აქტიური ანტიკოაგულანტების სინთეზში, ინარჩუნებს უჯრედის მემბრანის გამტარობას და ამცირებს თრომბოციტების აგრეგაციას. ამასთან, E ვიტამინი მონაწილეობს სისხლის წითელი უჯრედების დაცვის, გენების ექსპრესიისა და ნერვული იმპულსის გადაცემის პროცესში. ის ასევე ხელს უწყობს თვალის ნორმალურ ფუნქციონირებას. E ვიტამინის დეფიციტი უიშვიათესია, თუმცა მუკოვისციდოზითა და ცელიაკიით დაავადებულები მიდრეკილნი არიან ამ ვიტამინის დეფიციტისაკენ. დეფიციტის დროს ყველაზე ხშირად პაციენტები უჩივიან დაღლილობას, ანემიას, ნერვული სისტემის დაზიანებას, კუნთების დეგენერაციას და გახშირებულ ინფექციებს. E ვიტამინს მხოლოდ მცენარეები აწარმოებენ. ყველაზე მდიდარი E ვიტამინის წყარო ცხიმებია, განსაკუთრებით კი ხორბლის ზეთი. ამ ვიტამინის საკმაოდ მდიდარი წყაროა თხილეული, მარცვლეული და მწვანე ფოთლიანი ბოსტნეული: სალათის ფოთოლი, ისპანახი და კომბოსტო.

აგრეთვე წაიკითხეთ

მეტი საიტზე