როგორ დავამზადოთ მაკარონი სახლში?

22.07.2015

მოამზადეთ მაკარონი მეგობრებისა და თქვენი ოჯახისათვის

წარმატებისაკენ პირველი ნაბიჯი მშრალი ინგრედიენტების გაცრაა - სამი პორცია მაკარონის მოსამზადებლად 200 გ ფქვილი და 1 ჩაის კოვზი მარილია საჭირო. მოათავსეთ ისინი სუფთა, ბრტყელ ზედაპირზე, რომელზედაც იოლად მოზელთ ცომს. ფქვილით პატარა ბორცვი გააკეთეთ შუაში ისეთი ზომის ჩაღრმავებით, რომ შიგ ერთი დიდ ზომის კვერცხი ჩაეტიოს. მოზილეთ ცომი მანამ, სანამ არ მიიღებთ გლუვ და ელასტიურ მასას. თუ ის ძალიან მშრალი გამოვა, დაუმატეთ რამოდენიმე კოვზი წყალი. თუ ძალიან დარბილდება - დაუმატეთ ფქვილი. შეფუთეთ და დაასვენეთ ცომი 15 წუთის განმავლობაში, რათა ინგრედიენტები კარგად შეერიოს ერთმანეთს. შემდეგი ეტაპი ცომის ერთნაირ ნაწილებად დაყოფაა. მოაყარეთ ცოტაოდენი ფქვილი და თითოეული ნაწილი გააბრტყელეთ 1½ სმ სისქეზე. საბოლოო ეტაპი, სახლში დამზადებული მაკარონისათვის სასურველი ფორმის მიცემაა. ამისათვის გამოიყენეთ პიცის ან პასტის მჭრელი დანა.

აგრეთვე წაიკითხეთ

მეტი საიტზე