სტუდენტური ცხოვრება და კვება

22.02.2021

,,არ დაგვავიწყდეს კავშირი კუჭისა თავთან, ნერვებისა სისხლთან და სულისა სხეულთან!'' - ჰომეროსი.

სამწუხაროდ, ადამიანებს ხშირად ავიწყდებათ ეს ყველაფერი, რამაც სავალალო შედეგი შეიძლება მოუტანოს მათ ჯანმრთელობას. არსებობს ერთი უბრალო გერმანული ანდაზა, რომლის უბრალოებაც მის სიმართლეშია: ,,ჭამა და სმა სხეულსა და სულს აერთიანებს''. დიახ! ადამიანი არის ის, რასაც ჭამს, მაგრამ იგი არა მხოლოდ საყლაპავი მილის მეშვეობით ჭამს, ის აგრეთვე საკუთარი გრძნობებით, მხედველობითა და სმენით იკვებება.

სტუდენტობა - ეს ის პერიოდია, როდესაც ადამიანის ცხოვრებაში ბევრი გარდატეხა ხდება. იყო სტუდენტი არ ნიშნავს მხოლოდ ლექციებზე და სემინარებზე დასწრებას. იყო სტუდენტი ნიშნავს იარო სხვადასხვა აქტივობებზე, წვეულებებზე, კლუბებში, ანუ იცხოვრო დინამიურად და აქტიურად.

ამ დროს, ძალიან მნიშვნელოვანია კვების რაციონის სწორად შერჩევა და მისი კონტროლი.

სტუდენტური ცხოვრება განსაკუთრებით მათთვისაა რთული, ვინც იმ ქალაქში არ ცხოვრობს, სადაც განათლებას იღებს. მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ სტუდენტი ოჯახს შორდება საკმაოდ დიდი დროით. მას უწევს ახალ გარემოსთან ადაპტირება და რადგანაც არ გააჩნია საკუთარი საცხოვრებელი, დიდ ხარჯებთან უწევს გამკლავება. ასევე არიან ის სტუდენტები, რომლებიც თავად მუშაობენ და თავადვე იხდიან სწავლის საფასურს

სამწუხაროდ, ხშირად სხვადასხვა რაიონიდან თუ სოფლიდან სასწავლებლად ჩამოსული ახალგაზრდების უმეტესობა მშრალ და არაჯანსაღ კვებაზე არის გადასული. ამ პერიოდში, ახალგაზრდებს უჭირთ ოჯახებთან განშორება და ახალი ცხოვრების ინდივიდუალურად დაწყება, თუმცა ბევრი მათგანი ვერ აცნობიერებს, რომ საკუთარ თავზე ზრუნვა მნიშვნელოვანია.

სოციალურ ქსელებში ალბათ ბევრი სახალისო ფოტო (მიმი) გინახავთ წარწერით, სადაც სტუდენტურ კვებაზე ხალისობენ: ბრინჯისგან გაკეთებული ქათმის ბარკალი, თეფში წიწიბურით, სადაც ფურცელზე დახატული სოსისები ნამდვილი სოსისის ილუზიას გვიქმნიან.

ყოველდღიურად ცომეულის მიღებით, ერთჯერადი სუპებითა და წიწიბურით შიმშილის დაკმაყოფილება - ჩვენი ორგანიზმისთვის საზიანო იქნება, რადგან 10-20 წლის შემდეგ არაჯანსაღი კვება და არასწორი ცხოვრების წესი ჩვენზე უარყოფითად აისახება. თუმცა გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს და სტუდენტობის დროს ჯანსაღად კვება და საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა სავსებით შესაძლებელია.

ადამიანების უმეტესობა და განსაკუთრებით სტუდენტები, ხშირ შემთხვევაში უარს ამბობენ საუზმეზე მთელი რიგი მიზეზების გამო. თუმცა, მარტივად მოსამზადებელი ჯანსაღი საუზმე თითოეული ჩვენგანისთვის მეტად მნიშვნელოვანია.

მარტივად მოსამზადებელია პასტა ბოსტნეულითა და საკმაზით, რომლის მომზადებასაც 30 წუთი სჭირდება. მსუბუქი და ჯანსაღი საუზმის მოსამზადებლად „ბონდუელის“ მწვანე ბარდა "ნაზი", 2 ჭიქა ბროკოლის ყვავილები და 1 ჭიქა წიწაკა დაგჭირდებათ. მსგავსი საუზმე სრულიად საკმარისია ჯანსაღი და ხალისიანი დღის დასაწყებად.

შეუძლიათ თუ არა სტუდენტებს მარტივი, ლამაზი და გემრიელი კერძები მოამზადონ?

რა თქმა უნდა, ამ კითხვაზე პასუხი დადებითია. რეცეპტებთან წვდომა დღევანდელ ცხოვრებაში იმაზე მარტივია, ვიდრე თქვენ გგონიათ. ჩვენ საიტზე შეგიძლიათ იხილოთ რეცეპტების დიდი არჩევანი. თუმცა კერძის მომზადება არ არის მხოლოდ რეცეპტის მიხედვით პროდუქტების ზუსტი რაოდენობის გათვალისწინება. ის, რაც კერძს განსაკუთრებულს ხდის, არის სურნელი, ვიზუალი, არომატი და კერძის მრავალფეროვნება.

როგორ გავხადოთ საკვები მიმზიდველი და მრავალფეროვანი?

იმისათვის, რომ კერძი საინტერესო გავხადოთ, აუცილებელია ყურადღება მივაქციოთ დეტალებსა და სწორად შევარჩიოთ ინგრედიენტები, რომლებიც კერძის გემოსა და ვიზუალს გაახალისებს და მადისაღმძვრელს გახდის მას. მაგ: Bonduelle-ს მექსიკური ბოსტნეულის ნარევი სალათს მრავალფეროვან სახეს მისცემს. სიმინდის ოქროსფერი მარცვლები, მწვანე ბარდა და კუბიკებად დაჭრილი სტაფილო ფერთა გამის იდეალურ ვარიანტს გვთავაზობს. ეს უკანასკნელი როგორც გამოცდილ მზარეულების, ასევე სამზარეულოს არც თუ ისე დიდად მოყვარულ ადამიანების საყვარელი ინგრედიენტია, რადგან სიმინდის მარცვლების დახმარებით უბრალო სალათსაც საოცარი გემო შეგიძლია მიანიჭო. თუმცა სიმინდის მარცვლებს შორისაც არის განსხვავებები, სხვადასხვა წარმოების სიმინდის მარცვლებს, სხვადასხვა გემო აქვთ და საჭიროა საკუთარ რეცეპტორზე მორგებული ბრენდის შერჩევა. სწორედ ამიტომ, Bonduelle-ს აქვს რამდენიმე სახის სიმინდის მარცვლები,რომლებიც საშუალებას გვაძლევენ ჩვენი კერძები გავამრავალფეროვნოთ და ჩვენით მოვუხდინოთ გემოები და ფერები ერთმანეთს.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შევიძინოთ არაგენმოდიფიცირებული პროდუქტები, რომლებიც არ შეიცავს კონსერვანტებს. Bonduelle-ს ამის პრივილეგია აქვს, ყველაფერთან ერთად ის ჯანსაღი პროდუქტია.

არსებობენ უფრო სასარგებლო პროდუქტები და პირიქით.

ალბათ არაერთხელ გიგრძვნიათ დაღლილობა და აუხსნელი მოთენთილობა ამა თუ იმ საკვების მიღების შემდეგ. ყოველდღიურად ცომეულის ყიდვა და არაჯანსაღ საკვებზე ფულის ხარჯვა, შეგიძლიათ ჯანსაღი ცხოვრებით შეცვალოთ, თანაც ისე, რომ თავად გახდეთ კულინარები და გააოცოთ გარშემომყოფები საკუთარი შესაძლებლობებით.

სტუდენტის რაციონში ყოველთვის უნდა იყოს პროდუქტები: ბოსტნეული, ხილი, მარცვლეული, ხორცი, თევზი, რძე და რძის პროდუქტები. რადგან თითოეული მათგანი გამდიდრებული ვიტამინებით, რომლებიც გვეხმარება ენერგიის აღდგენაში და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაში.

ხილი, ბოსტნეული და თევზი ერთად უზრუნველყოფენ აუცილებელ ვიტამინებსა და მინერალებს, ბოჭკოვანს და მჭლე ცილას.

თითოეულ ბოსტნეულს აქვს საკვები ნივთიერებების უნიკალური ნაკრები. მაგალითად, წითელი წიწაკა შეიცავს C ვიტამინს, ხოლო სტაფილო მიიღებს ნარინჯისფერ ფერს ბეტა კაროტინისგან.

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გაზარდოთ შინაგანი შემოქმედებითობა.

ეს ყველა სფეროში წარმატების მნიშვნელოვანი ნაწილია. თქვენს მიერ კერძების შექმნის მომენტი არის თავისუფლების განცდის ყველაზე აღმატებული წუთები, რაც კი გამოგიცდიათ. შეგიძლიათ გააკეთოთ ნებისმიერი რამ, რაც გსურთ და თუ ეს სიამოვნებას განიჭებთ, თუ ხედავთ წინ გადადგმულ ნაბიჯებს, თუ ხედავთ შედეგს, თქვენ შეგიძლიათ ხმამაღლა თქვათ, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევთ!

იმ დროის განმავლობაში, რომელსაც მარტო გაატარებთ შემოქმედებითი დავალების შესრულებისას, თქვენ აღმოაჩენთ, რომ უფრო მეტი შეგძლებიათ, ვიდრე წარმოგედგინათ.

და ბოლოს, არ უთხრათ არავის: ,,მე ეს არ შემიძლია''. დროა შეცვალოთ მსგავსი დამოკიდებულება თქვენი თავის მიმართ. თქვენ ბევრად მეტი შეგიძლიათ, ვიდრე გგონიათ. ადამიანი არის ის, რასაც ის ჭამს - ამბობს გერმანელი ფილოსოფოსი ლუდვიგ ფოიერბახი. ეს გამოთქმა ერთი შეხედვით უხეშად ჟღერს, თუმცა, ამ მოსაზრებას საპატიო კლასიკური ახსნა გააჩნია: წარსულში ადამიანების კლასიფიცირება სწორედ საკვების მიხედვით ხდებოდა, რომელიც მათ სხვა ხალხებისგან განასხვავებდათ. ყველა იმას მიირთმევს რაც მის ინდივიდუალიზმს ან ბუნებას, სქესს, ასაკს, სტატუსს, ღირსებას, სამსახურს შეესაბამება.

აგრეთვე წაიკითხეთ

მეტი საიტზე