სანამ ამ დიეტას დაიწყებდეთ, დაფიქრდით, რა გავლენას მოახდენს თქვენს მომნელებელ სისტემაზე ასე მოკლე დროში დიდი რაოდენობით ბოჭკოსა და შაქრის მიღება.
სიცოცხლის ქამარი
ეს დიეტა მათთვისაა, ვისაც სურს სწრაფად, მოკლე დროში მოიშოროს ჭარბი წონა. იდეალურია მოახლებულ წვეულებამდე, რომელზედაც გვინდა, შესანიშნავად გამოვიყურებოდეთ.
შეგიძლიათ დალიოთ მინერალური წყალი, მცენარეული ან ხილის ჩაი ნებისმიერ დროს, შაქრის გარეშე.
პლიუსები და მინუსები:
პლიუსები:
ინგრედიენტების პოვნა და მომზადების პროცესი საკმაოდ ადვილია.
მინუსები: დიეტა არ უზრუნველყოფს ორგანიზმისთვის მრავალი სასარგებლო ნივთიერების მიწოდებას. დიეტა რეკომენდებული არ არის გრძელვადიან პერიოდზე.
3 დღის შემდეგ თქვენი მუშაობის შედეგს დაინახავთ. თუ ცოტა ფიზიკურ ვარჯიშსაც დაუმატებთ - შედეგი გარანტირებულია. პატარა რჩევა - დაითვალეთ კალორიები!
პირველი დღე
ორგანიზმის გაწმენდა
საუზმე შეურიეთ 1/3 ჭიქა ვაშლის წვენი, ½ ბანანი, კივი და ქლიავი.
ლანჩი დიდი ჭიქით ბულიონს დაუმატეთ ერთი ჩაის კოვზი ახლად გამოწურული ჯინჯერის წვენი.