ეს საიტი იყენებს ქუქიებს მონაცემების შესანახად. საიტის გამოყენების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ამ ფაილების გამოყენებას.
აერობიკის ვარჯიშების დროს სისხლძარღვთა სისტემის მეშვეობით ორგანიზმი დიდი ოდენობით ჟანგბადს იღებს, რაც საჭიროა კუნთების მუშაობისთვის. რიტმული ვარჯიშები გამიზნულია კუნთოვანი მასის დასატვირთან, რაც სხეულში ჟანგბადის მოთხოვნის გაზრდას იწვევს.
ორგანიზმზე მოქმედება
აერობიკა დადებითად მოქმედებს ჩვენს სხეულზე: ცხიმის ფენა თხელდება და გვიბრუნდება ჩვენი სასურველი წონა, სტაბილიზდება სისხლის მიმოქცევა და მასში ქოლესტერინის დონე. ჩვენ გამოვიყურებით უფრო ახალგაზრდულად და თავსაც უკეთ ვგრძნობთ!
ჯგუფთან ერთად აერობიკის ვარჯიშებში შეგვიძლია ჩავრთოთ სირბილი, ცეკვა, ცურვა, ველოსიპედით სიარული და ა.შ. ასეთი ტიპის ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა როგორც ქალებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის.
ვარჯიშები
დასაწყისისთვის მისაღებია კვირაში 3-ჯერ ვარჯიში, ხოლო შემდგომ შეიძლება დროისა და ინტენსივობის თანდათანობით ზრდა.
მოდუნება ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ერთგვარი ვარჯიშებია, რომლებიც ბოლოს უნდა შეასრულოთ. მისი მიზანია უმტკივნეულოდ დაუბრონოს ორგანიზმს გულისცემისა და სუნთქვის ნორმალური სიხშირე, რაც, როგორც წესი, იმატებს ვარჯშის დროს. ეს ვარჯიშები თავიდან აგაცილებთ თანმდევ სისუსტესა და თავბრუსხვევას. სცადეთ ეს ვარჯიშები მოდუნებისათვის: