ეს საიტი იყენებს ქუქიებს მონაცემების შესანახად. საიტის გამოყენების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ამ ფაილების გამოყენებას.
B ჯგუფის ვიტამინები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორგანიზმისათვის. ისინი ფერმენტების შემადგენლობაში შედიან ან ააქტიურებენ მათ. ამიტომ, მათ უდიდესი გავლენა აქვთ უჯრედის მეტაბოლიზმზე და წარმოადგენენ ორგანიზმში მიმდინარე უამრავი პროცესის საფუძველს. B ჯგუფის ვიტამინები ძირითადად ნერვული სისტემის ფუნქციონირებაზე და შესაბამისად მენტალურ ჯანმრთელობაზეა პასუხისმგებელი. B ვიტამინების დეფიციტს ძალიან სერიოზული შედეგი აქვს. მათი დეფიციტი იწვევს სისხლძარღვების, ნერვული სისტემის და სისხლში ქოლესტერინის დონის ცვლილებებით გამოწვეულ დაავადებებს. B ჯგუფის ვიტამინებს დიდ ოდენობით შეიცავს ქერისა და წიწიბურას მარცვლეული, გულღვიძლი, ხორცი, გამშრალი პური, ნუში, კვერცხი, ყვავილოვანი კომბოსტო, კომბოსტო, ნიორი, ხახვი, ბრიუსელის კომბოსტო, ბროკოლი, ისპანახი, ლობიო და ბარდა. უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ვიტამინებისადმი მოთხოვნა განსაკუთრებით იზრდება ტკბილეულისა და სხვა ნახშირწყლების მიღებისას. ამასთან ალკოჰოლი, ყავა და შავი ჩაი ხელს უწყობს B ვიტამინების დაშლას.