ეს საიტი იყენებს ქუქიებს მონაცემების შესანახად. საიტის გამოყენების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ამ ფაილების გამოყენებას.
იპოვეთ თქვენთვის სასურველი
თუ თქვენ ნამდვილად გიყვართ გემრიელი კერძების მომზადება, მაშინ თამამად გეპატიჟებით ბოსტნეულის სამყაროში სამოგზაუროდ. თუ თქვენ უკვე მოასწარით ბოსტნეულის არომატის შეყვარება და გხიბლავთ მათი მომზადების პროცესი, ფანტასტიურია; და თუ არა - მაშინ თქვენ მალე შეიცვლით აზრს. ბოსტნეულის სამყაროში ყველასათვის მოიძებნება რაღაც. სცადეთ ახალი, თქვენთის ჯერ კიდევ უცნობი ბოსტნეული პირველივე შესაძლებლობისას და მალე აღმოაჩენთ, რომ თქვენ შეყვარებული ხართ მათზე. ბუნება თავისი მრავალფეროვნებით უამრავ არომატსა და ტექსტურას გთავაზობთ. ბოსტნეულშიც ყოველთვის არის რაღაც ახალი, რომელსაც აღმოაჩენთ და როდესაც თქვენს რჩეულს იპოვით, თქვენ ის აღარასოდეს მოგბეზრდებათ, რადგანაც მის მოსამზადებლად უამრავი საშუალება არსებობს. ბოსტნეული ხომ არაჩვეულებრივია, როგორც ძირითადი კერძის, ასევე ცალკეული ინგრედიენტის სახით თქვენი საყვარელი კერძისათვის.
ბოსტნეულში უამრავი სასარგებლო ნივთიერებაა. ბოსტნეულის უმეტესობა იოლი მოსამზადებელი და შესანახია, თუმცა ზოგიერთს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება გემოსა და კვებითი ღირებულებების შენარჩუნებისათვის. ჩვენ გთავაზობთ სხვადასხვა ხერხს ბოსტნეულის მომზადებისა და შენახვისათვის, რათა მათ არ დაკარგონ თავიანთი კვებითი ღირებულება. ალბათ, მოგზაურობა საუკეთესო გზაა ახალი კერძების აღმოსაჩენად, თუმცა ყველაზე ძვირიც. ასე რომ, ზოგჯერ ადგილობრივ ბაზარსა თუ მაღაზიაში გავლაც კი საკმარისია ხოლმე. იქ ყოველთვის გადააწყდებით ისეთ განსაკუთერებულ ბოსტნეულს, რომელიც არ გაგისინჯავთ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ არ იცით, როგორ მოამზადოთ. ან საერთოდაც, შეიძლება არსებობს ისეთი ბოსტნეული, რომელიც გგონიათ, რომ არ მოგწონთ, თუმცა მისმა სხვაგვარად მომზადებამ შეიძლება სრულიად შეგაცვლევინოთ აზრი. ზოგჯერ სიახლის აღმოჩენას სულაც არ სჭირდება ეგზოტიკური სამზარეულო და მოგზაურობა, ზოგჯერ სიახლე თქვენ გვერდით, კუთხის მაღაზიაშიც კი შეიძლება აღმოაჩინოთ... ან თუნდაც ბებიას ბოსტანში.