ბოსტნეულის კერძები – როგორ მოვამზადოთ სათანადოდ

21.06.2011

ის რაც განსაკუთრებულია ბოსტნეულის კერძებში, არის მათი არომატი, სუნი, ვიზუალური მიმზიდველობა და მირთმევის მრავალფეროვნება. თუ გავითვალისწინებთ კვების წესს "ბოსტნეული და ხილი დღეში ხუთჯერ", და გამოვიყენებთ ქვემოთ მოცემულ პრინციპებს, ჩვენს ორგანიზმს საუკეთესოს მივაწვდით:

  • თუ ახალ ცოცხალ ბოსტნეულს ყიდულობთ, ეცადეთ, რომ ის მწიფე, მაგრამ მკვრივი იყოს. გაყინული ბოსტნეულის შემთხვევაში ისინი ბოლომდე უნდა იყოს გაყინული და მშრალი, და ასევე არ უნდა იყოს ერთმანეთზე მიკრული.
  • გარეცხეთ და თხლად გაფრცქვენით, ვინაიდან საკვები ნივთიერებების უმეტესობა კანის ქვეშაა თავმოყრილი.
  • ბოსტნეული გაფრცქვნის შემდეგ გარეცხეთ, მაგრამ არ დატოვოთ წყალში; ვინაიდან წყლის შეწოვის შემდეგ მრავალი ვიტამინი (როგორიცაა B და C ჯგუფის ვიტამინები, რომლებიც წყალში ხსნადია) და მინერალი ნადგურდება.
  • ფოთლოვანი ბოსტნეული ძალიან ფრთხილად უნდა გაირეცხოს. განაცალკევეთ ფოთლები, ხოლო გარეცხვის შემდეგ დაალაგეთ ცალკე, რომ დაიწკრიტოს; არ დაამტვრიოთ ფოთლები.
  • გარეცხილი ან დაჭრილი ბოსტნეული მალევე უნდა მომზადდეს - ჩალაგდეს მდუღარე ან მარილიან წყალში ან მომზადეს ორთქლზე. არასოდეს არ დაასხათ ცივი წყალი ბოსტნეულს მოსამზადებლად.

კაროტინის შემცველი ბოსტნეული მცირეოდენ ცხიმთან ერთად უნდა მომზადდეს, როგორიცაა ზეითუნის ზეთი. ბოლქვიანი ბოსტნეული ან პარკოსნები თავდახურული მოამზადეთ. ბოსტნეული კომბოსტოსებრთა ოჯახიდან თავდაპირველად თავღია ჭურჭელში მოამზადეთ და მხოლოდ რამოდენიმე წუთის შემდეგ დაახურეთ თავსახური.

  • მომზადების დრო მინიმუმამდე შეამცირეთ - ბოსტნეული მცირე დროში მაღალ ტემპერატურაზე მოამზადეთ დარბილებამდე.
  • უმჯობესია ბოსტნეული კანიანად მოამზადოთ სალათებისათვის და მხოლოდ გაგრილების შემდეგ გააცალოთ კანი.
  • უმი ბოსტნეულის სალათი მომზადებისთანავე მიირთვით.
  • დაჭრილი ბოსტნეულის ყოველი პორცია მცირე რაოდენობის სოუსით ან ზეთით დაფარეთ, ვინაიდან ის იცავს ბოსტნეულს ჟანგვითი პროცესებისაგან.
  • ბოსტნეულის კერძები შეაზავეთ სხვადასხვა სანელებლებით და მწვანილით უშუალოდ მირთმევის წინ. თუ შესაზავებელი ინგრედიენტები ახალია, დანაყეთ ან დაფქვით ბოლო მომენტში და ესევე დაუმატეთ ბოსტნეულს.

აგრეთვე წაიკითხეთ

მეტი საიტზე