დაიცავით თვალები – ბოსტნეულში არსებული ნატურალური ფილტრები

21.06.2011

ზოგიერთი საკვები ნივთერება აძლიერებს თვალებს და იცავს მათ მზის სხივების მავნე ზემოქმედებისაგან. მათ შორის არიან ანტიოქსიდანტები, რომლებიც თავისუფალ რადიკალებს ანეიტრალებენ. მათგან კი ყველაზე მნიშვნელოვანია E, A და C ვიტამინები და ბეტა-კაროტინია (პრო-ვიტამინი A); მათი ფუნქცია ძლიერდება ისეთი მინერალების არსებობის პირობებში, როგორებიცაა ცინკი, მანგანუმი და სელენიუმი, ასევე ანტოციანინი, რომელიც საკმაოდ დიდი ოდენობით არის წითელ და ლურჯ ხილსა და ბოსტნეულში (მათგან კი განსაკუთრებით მოცვსა და მაყვალში). თვალისათვის დამატებით დაცვას წარმოადგენს ბადურასა და ყვითელ ხალში არსებული ზეაქსანტინი და ლუთეინი. ეს ნივთიერებები ანტიოქსიდანტური თვისებებითაც ხასიათდებიან და მზისგან დამცავ ბუნებრივ საშუალებას წარმოადგენენ, შთანთქავენ რა ულტრაიისფერ სხივებს. ჩვენი ორგანიზმი არ გამოიმუშავებს ზეაქსანტინსა და ლუთეინს და მათ სხვადასხვა საკვებიდან იღებს მზა სახით. ასეთი პროდუქტებია სტაფილო, ისპანახი, ბროკოლი, სიმინდი, ხუჭუჭა კომბოსტო, ოხრახუში, სალათის ფურცლები და ბარდა.

აგრეთვე წაიკითხეთ

მეტი საიტზე