დიეტა აღარანაირი „იო–იო ეფექტი“

14.09.2009

რა არის იო–იო ეფექტი

როდესაც დიეტაზე ვართ, ჩვენ გარკვეული ოდენობის კალორიებს ვწვავთ, თუმცა ჩვენი მომნელებელი სისტემა უფრო რთულად მუშაობს. მიღებული კალორიების რაოდენობის უცაბედი შემცირება იწვევს ჩვენი ცხიმოვანი და კუნთოვანი ქსოვილების წვას; ასევე ანელებს ძირითად მეტაბოლიზმს. საბოლოოდ კი წარმატება, რომელსაც დიეტის საწყის ეტაპზე ვხედავთ, მოჩვენებითია, რადგან ეს ძირითადად გამოწვეულია ქსოვილებში არსებული წყლის დაკარგვით. დიეტის დამთავრების შემდეგ სხეული სწრაფადვე აღიდგენს დაკარგულ ცხიმოვან ქსოვილებს იმ ადგილებშიც კი, სადაც მანამდე კუნთოვანი ქსოვილები იყო. სხეული სწრაფად ეგუება კალორიების შემცირებულ ოდენობას, თუმცა დიეტის ბოლოს მეტაბოლიზმი ასე სწრაფად ვერ იცვლება.

უფრთხილდით ნახშირწყლებს

ადამიანებს, რომლებიც დამოკიდებული არიან ნახშირწყლებზე, აქვთ მიდრეკილება დიეტის შედეგად დაკარგული წონის უკან დაბრუნებისკენ. ნახშირწყლებით მდიდარი საკვების დღიური მოხმარება ზრდის მადას, რაც სიმსუქნის წინაპირობაა.
jojo effect... Get through today by eating well, drinking alot of water and exercising.
ზემოთ აღნიშნული საკითხების გამო ყველა სხვა დიეტას წარმატების ნაკლები შანსი აქვს, რადგან სხეულში მეტაბოლიზმის პროცესი ნელდება, ხოლო დასაწვავი ცხიმოვანი ქსოვილების რაოდენობა უფრო მეტია.

რამოდენიმე რჩევა აღნიშნული დიეტისთვის:

თუ ნახშირწყლების მიღების სიხშირეს დღეში 1–მდე შეზღუდავთ, დაამარცხებთ შიმშილს და დაიწყებთ წონაში დაკლებას. ორი კვირის განმავლობაში დღეში 2–ჯერ ჭამეთ და აქედან ერთხელ „დაასაჩუქრეთ“ თავი – ეს შეიძლება იყოს საუზმე, ლანჩი ან სადილი.
Jojo Effecs after weight reduction by physical activity

როგორ ავირიდოთ თავიდან იო–იო ეფექტი?

ეს დიეტა კარგად უნდა დაიგეგმოს და განაწილდეს რამდენიმე კვირაზე. 1 კგ ცხიმოვანი ქსოვილი დაახლოებით 7000 კკალორიას შეადგენს. იმისათვის, რომ თავი აარიდოთ იო–იო ეფექტს, უნდა გაზარდოთ მეტაბოლიზმი ყოველ 3–4 კვირაში კალორიების რაოდენობის გაზრდით.
საკვები ჩვეულებრივ ნახშირწყლების მინიმალურ რაოდენობას უნდა შეიცავდეს; მაგალითად 115–150 გ ხორცი ან თევზი, 60–90 გ ყველი და 2 საშუალო ზომის ჯამით ბოსტნეული ან სალათი. ეს საკვები დააკმაყოფილებს შიმშილის გრძნობას და დაარეგულირებს ინსულინის დონეს. ჯანმრთელად დაბალანსებული საკვები ნახშირწყლებთან ერთად – ეს არის საკვები, რომლითაც „დაასაჩუქრებთ“ საკუთარ თავს.

მენიუს ნიმუში

საუზმე ერთი საშუალო ზომის ფუნთუშა სადილი ქათმის მკერდი მარინადში სალათით. ლიმონის პუდინგი და ცივი ჩაი
ვახშამი ერთ–ერთი „საჩუქარი“ კვება – შეგიძლიათ გაანებივროთ საკუთარი თავი და მოამზადოთ თქვენი საყვარელი კერძები.
დიეტის დროს ნახშირწყლების რაოდენობის შემცირებით თქვენ დაიკლებთ წონაში ნელა, მაგრამ შედეგიანად.

აგრეთვე წაიკითხეთ

მეტი საიტზე