ეს საიტი იყენებს ქუქიებს მონაცემების შესანახად. საიტის გამოყენების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ამ ფაილების გამოყენებას.
სპორტსმენები იყენებენ მაღალენერგიულ დიეტას თავიანთი მიღწევების გასაუმჯობესებლად. ვეგეტარიანელები მიმართავენ დიეტას ცხოველების დაცვის მიზნით. თუმცა ყველაზე პოპულარული მაინც წონაში დასაკლები დიეტებია.
წონაში დაკლების სტრატეგია იმ სპეციფიკური მიზნისათვის უნდა დაიგეგმოს, რომლის მიღწევასაც ვცდილობთ. ამისათვის კი აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან კარგი დიეტა უნდა შეესაბამებოდეს ჩვენი ორგანიზმის მოთხოვნებს. წონაში სწრაფი კლება შეუძლებელია ენერგიის, ვიტამინებისა და საკვები ნივთიერებების კარგვის გარეშე, შედეგად კი ყველა კვებითი შეცდომა სწრაფად აისახება ჩვენს კანზე, თმასა და ფრჩხილებზე.
იოლად შესაძლებელია, რომ დიეტას არაფერი ჰქონდეს საერთო ჩვენს წონაში დაკლების სურვილთან. ხანდახან კი ჩვენი ცხოვრების სტილი განსაზღვრავს ჩვენი კვების რაციონს. ყველა ადამიანს სპეციფიკური მოთხოვნილებები აქვს, შესაბამისად, სხვადასხვაგვარია დიეტაც. დიეტა ორსულებისათვის, რომლებიც აცნობიერებენ რომ მათი კვების რაციონი მნიშვნელოვანია ბავშვის ჯანმრთელობისათვის, უდავოდ განსხვავებულია სტუდენტური დიეტისაგან, რომლის დროსაც ორგანიზმს განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ესაჭიროება კალციუმი და მაგნიუმი. ასაკიანი ადამიანების დიეტა ძირითადად ორიენტირებულია დაბერების პროცესის შეფერხებისა და გუნება-განწყობის ამაღლებისაკენ. ხანდახან კი ვხვდებით ადამიანებს, რომლებიც მიუხედავად დიდი ძალისხმევისა მაინც ვერ ახერხებენ წონაში მატებას; მათთვის სპეციალური წონაში მატების დიეტებია.
გარდა თვითონ დიეტის რაციონისა, ჩვენი ორგანიზმისათვის არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი შეწყვეტის პროცესი. დიეტის შეწყვეტა რაციონალური პროცესი უნდა იყოს, რომელიც საშუალებას მოგვცემს შევინარჩუნოთ იდეალური წონა. სასურველი ეფექტის მისაღწევად საჭიროა წონის ნელა და მუდმივად კლება, ხოლო სასურველი წონის მიღწევის შემდეგ მისი შენარჩუნება დაბალ კალორიული კვებით. წონის შესანარჩუნებლად საუკეთესოა სწორი კვებითი ჩვევების გამომუშავება. დიეტა ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი უნდა იყოს ფიზიკურ აქტივობასთან ერთად. საუკეთესო საშუალებაა დღიური კალორიული მოთხოვნის განსაზღვრა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია წონის კლების, მომატებასა თუ შენარჩუნებისთვის. როდესაც ორგანიზმი იღებს ოპტიმალური რაოდენობის კალორიებს, იოლად რეგულირდება მეტაბოლიზმის პროცესი და შესაბამისად თავიდან ვიცილებთ ე.წ. იო-იო ეფექტს.