ეს საიტი იყენებს ქუქიებს მონაცემების შესანახად. საიტის გამოყენების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ამ ფაილების გამოყენებას.
ყველა ვთანხმდებით, რომ ფიზიკური აქტივობა ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა რეგულარულად ძალიან ცოტა ადამიანი მიჰყვება სპორტის რაიმე სახეობას. ყველას შეუძლია, იპოვოს რამე შესაფერისი. ჩვენი ჯანმრთელობისთვის ყველაზე ეფექტური და სასარგებლოა გარეთ, სუფთა ჰაერზე შესრულებული ვარჯიშები. თუმცა თავისუფალი დროის ასეთი ფორმით გატარება ჩვენში არაა გავრცელებული, მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა ისეთივე მავნებელია, როგორც მოწევა ან ქოლესტერინის მაღალი დონე.
რეგულარული ფიზიკური აქტივობა ყველაზე იაფი და ეფექტური გზაა სხვადასხვა დაავადების თავიდან ასაცილებლად. ფიზიკური აქტივობა აუმჯობესებს ჩვენს ჯანმრთელობას მრავალი მიმართულებით:
ფიზიკური აქტივობების დადებითი გავლენა ასევე შეგვიძლია დავინახოთ ფსიქოლოგიურ ასპექტში. ვარჯიში ამცირებს შიშს, მნიშვნელოვანი დამხმარეა დეპრესიასთან ბრძოლაში, აუმჯობესებს ძილის ხარისხს. ფიზიკურ დატვირთვას სინერგიული ეფექტი აქვს, როდესაც იგი ადამიანების ჯგუფთან ერთად მიმდინარეობს. ფიზიკური აქტივობა ასევე ყოველდღიური პრობლემებისა და სტრესისგან თავის დაღწევის კარგი საშუალებაა - შემეცნების უნარსაც აუმჯობესებს და, რაც მთავარია, განწყობასაც შვენის.
ფიზიკური აქტივობები ზრდის სხეულის მიერ კალორიების წვის პროცესს, რაც გვეხმარება წონის დაკლებასა და სათანადო ფორმის შენარჩუნებაში. რეგულარული ვარჯიში დადებითად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე, ამცირებს მადას და ეხმარება სხეულს ცხიმის შემცირებაში. ფიზიკური ვარჯიში საშუალებას გვაძლევს არა მარტო კარგად გამოვიყურებოდეთ, არამედ კარგადაც ვგრძნობდეთ თავს და ავიცილოთ ჭარბ წონასთან დაკავშირებული პრობლემები.
თუ ჯანმრთელობის უპირატესობები საკმარისი მიზეზი არ არის თქვენთვის, იყოთ აქტიური, შესაძლოა ვარჯიშის ზეგავლენა ლიბიდოზე უკეთეს არგუმენტად მოგეჩვენოთ. როდესაც სპორტით ვართ დაკავებული, ჩვენს სექსუალურ ენერგიაზე პასუხისმგებელი ჰორმონი თავისუფლდება. სპორტს ასევე დიდი გავლენა აქვს ფიზიკურ გარეგნობაზე.
ამიტომ დაკავდით სპორტით, რათა იყოთ ჯანმრთელი, ყოველთვის ფორმაში და დიდხანს შეინარჩუნოთ ახალგაზრდობა. უკეთესია, სცადოთ სხვადასხვა ტიპის ვარჯიში და ფიზიკური აქტივობა, რათა საბოლოოდ თქვენთვის შესაფერისი შეარჩიოთ.