ღვინო სადილზე - როგორ მივირთვათ?

29.04.2015

ღვინის ბოკალი ძირითადად თეფშის მარჯვენა ზედა მხარეს თავსდება, ვინაიდან ღვინოს ძირითადად მარჯვენა ხელით მივირთმევთ. მარჯვნიდან მარცხნივ: ჯერ მოათავსეთ თეთრი ღვინის ბოკალი, ხოლო შემდეგ - წითელი. წყლის ბოკალი დადგით შუაში, ვინაიდან მთელი წვეულების მანძილზე ის ყველაზე იოლად ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ამასთან მნიშვნელოვანია, რომ დესერტის ჭიქები მოგვიანებით მიიტანოთ სუფრასთან, ჩაის ან ყავასთან ერთად. სწორად შერჩეული ბოკალი, ესთეტიკური ფუნქციის გარდა, საშუალებას იძლევა, სწორად შეფასდეს ღვინის ფერი, გემო და არომატი. ღვინის ჭიქა უფერული, სადა და თხელი შუშის უნდა იყოს. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეგვიძლია, სწორად შევაფასოთ შიგთავსის ფერი. ჭიქის ფორმა ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც მის დეგუსტაციაზე ვსაუბრობთ. კვლევებით დასტურდება, რომ ერთი და იმავე ღვინოს სხვადასხვა ჭიქით დეგუსტაციისას იმდენად განსხვავებული გემო აქვს, რომ შეუძლებელია მისი, როგორც ერთი სასმელის აღქმა. ღვინის ჭიქის ყველაზე უნივერსალური ფორმა - ქვედა ნაწილი უფრო განიერი უნდა იყოს და დაახლოებით კვერცხის ფორმას უნდა წააგავდეს. არანაკლებად მნიშვნელოვანია დეგუსტაციისას ღვინის ბოკალის დაჭერის მანერა. ბოკალი ფეხით უნდა დავიჭიროთ, რათა თვიდან ავიცილოთ სასმელის გათბობა და არ დავაბინძუროთ ნათითურებით ზედაპირი.

მიჰყევით ჩვენს რჩევებს, გამოიყენეთ ისინი და დარწმუნდებით, რამდენად სრულყოფილი გახდება თქვენი სუფრა.

აგრეთვე წაიკითხეთ

მეტი საიტზე