ეს საიტი იყენებს ქუქიებს მონაცემების შესანახად. საიტის გამოყენების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ამ ფაილების გამოყენებას.
ბოსნტეული იასამნისფერ შეფერილობას ანტოციანინისგან იღებს, რომელიც წარმოადგენს ბუნებრივ პიგმენტს ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებებით. ეს ჯგუფი:
იასამნისფერი ბოსტნეული გაჯერებულია ანტიოქსიდანტებით. თქვენი სხეულის უჯრედები კარგ მდგომარეობაში რომ შეინარჩუნოთ, მნიშვნელოვანია, რომ ისინი კარგად გამოკვებოთ და უზრუნველყოთ ჟანგბადით. თავისუფალმა რადიკალებმა შესაძლოა, დააზიანონ ჩვენი სხეულის უჯრედები, ხოლო უჯრედის დაზიანებულ მემბრანას არ აქვს უნარი შეასრულოს თავისი მეტაბოლური როლი. ანტიოქსიდანტები ასუფთავებს სხეულს თავისუფალი რადიკალებისგან, პირდაპირი გზით ცვლის ჯანმრთელი უჯრედებით და, შესაბამისად, ჩვენს ორგანოებს უნარჩუნებს კარგ მდგომარეობას. ანტოციანინის უპირატესობები (ნივთიერება, რომელიც განსაზღვრავს იასამნისფერ ფერს ბოსტნეულში) დაკავშირებულია ანტიანთებით ეფექტებთან, ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას და აძლიერებს სისხლძარღვებსა და კაპილარებს. ის ასევე მნიშვნელოვანია, როდესაც საქმე გვაქვს მხედველობის დაცვასა და გაუმჯობესებასთან. ბოლო დროინდელი კვლევები ასევე აჩვენებს, რომ იასამნისფერი ბოსტნეულის მიღებას დადებითი გავლენა აქვს პარკინსონის, ალცჰეიმერისა და გაფანტული სკლეროზის დაავადებებთან ბრძოლაში. სასარგებლო იასამნისფერ ბოსტნეულში შედის: