იდეალური საკვები სანაპიროზე პიკნიკისათვის

13.07.2015

ძალიან იოლია, იყოთ ჯანმრთელი და ამავდროულად მიირთმევდეთ გემრიელ და ჯანსაღ საკვებს, მაშინაც კი, როდესაც ზაფხულის შვებულება გაქვთ ან მთელი დღის მუშაობის შემდეგ უბრალოდ სიზარმაცის საღამო გინდათ მოიწყოთ. ამ წასახემსებლების მომზადებას დიდი დრო არ სჭირდება და ამასთან ისინი ზაფხულის დღეებით ტკბობისათვის საკმარის ენერგიას მოგანიჭებთ.

ხვეულები:

აიღეთ ტორტილა ან პიტა და შიგნით ჩადეთ თქვენი საყვარელი ინგრედიენტები, როგორიცაა:

  • ქათმის გულმკერდი, დაკონსერვებული წითელი ლობიო, დაჭრილი მანგო, წითელი ხახვი.
  • თინუსი, სტაფილოსა და კიტრის ჩხირები, დაკონსერვებული სიმინდი
  • ქათამი ან ლორი, ყველი მოცარელა, გამომშრალი პომიდორი

უფრო მეტი არომატისათვის შეაზავეთ სხვადასხვა სანელებლით, რომელთა კომბინაციები უსასრულოა. ამის შემდეგ გადაახვიეთ ტორტილა ან პიტა, გარედან შემოახვიეთ ფოლგა და კონტეინერში მოათავსეთ.

მწვადები:

  • კუნწულა პომიდორი, მოცარელას ბურთები, ცოცხალი რეჰანის ფოთლები და ისევ გაიმეორეთ ინგრედიენტები
  • საზამთროს კუბიკები, კუნწულა პომიდორი, ცოცხალი რეჰანის ფოთლები და ისევ გაიმეორეთ ინგრედიენტები
  • ნესვის კუბები, წითელი წიწაკა ან პრასი, ლიმონი
  • წიწაკა, ყაბაყი, წითელი ხახვი

მოიხმეთ თქვენი ფანტაზია, გამოიყენეთ ნაირგვარი სანელებლები და ახალი მწვანილული შესაზავებლად; შემდეგ შამფურები კონტეინერში მოათავსეთ.

დატკბით ამ მარტივი წასახემსებლებით თქვენს მეგობრებსა და ოჯახთან ერთად.

თუ დაისვრებით პირდაპირ ზღვის ან ტბის წყალში გადახტით ;)

აგრეთვე წაიკითხეთ

მეტი საიტზე