ქართული სამზარეულო

18.04.2014

ციცქნა ქვეყანა დიდი ტრადიციებით

ერთ-ერთი ქართული ლეგენდის თანახმად, "როდესაც ღმერთი მიწას ანაწილებდა, ამ დროს ქართველები ნადიმობდნენ და, ჩვეულებისამებრ, უსაზღვრო რაოდენობის ღვინოს სვამდნენ. ამ დროსტარებაში დააგვიანდათ და როდესაც მივიდნენ, ყველა მიწა უკვე განაწილებული იყო. დაგვიანების მიზეზი მათ იმით ახსნეს, რომ უფალს ადიდებდნენ და მის სამადლობელ სადღეგრძელოებს სვამდნენ. მაშინ ღმერთმა ქართველებს ის პატარა მიწა უბოძა, თავისთვის რომ ჰქონდა შემონახული".
ასე რომ, ქართველებისათვის ე.წ. "სუფრა" საჭმლის, სასმელის, სადღეგრძელოებისა და თბილი ურთიერთობების მთელი კომპოზიციაა. საჭმელი ქართველებისათვის არ არის უბრალოდ ჭამის პროცესი, არამედ ეს არის საუკეთესო ადგილი საუბრის, ემოციების გამოხატვისა და ერთმანეთის დალოცვისთვის. თამადა ქართულ სუფრაზე განსაკუთრებული პერსონაა, რომელიც ხელმძღვანელობს სუფრას და სხვადასხვა სადღეგრძელოს წარმოთქვამს. თუმცა, ეს სადღეგრძელოები არც ისე მარტივია, როგორც ეს სხვა ქვეყნებში სჩვევიათ ხოლმე. თამადა განსაკუთრებულად ამზადებს ამ სადღეგრძელოებს და ეს სამზადისი რამდენიმე დღით ადრეც კი შეიძლება დაიწყოს, ვინაიდან თითოეული სადღეგრძელო ხელოვნების ნამდვილი ნიმუშია გაჯერებული ლექსებითა და ლამაზი სიტყვებით. თითოეული სადღეგრძელოსთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია ქართული პოლიფონიური სიმღერა.

კარგად ცნობილი ინგრედიენტების საიდუმლო

ქართული სამზარეულო დასავლური და აღმოსავლური ცივილიზაციებისა და მათი კერძების არაჩვეულებრივი ნაზავია. მიუხედავად იმისა, რომ ამ სამზარეულოში მსოფლიოსთვის ჩვეული და კარგად ნაცნობი ინგრედიენტები გამოიყენება, მათი სხვადასხვა პროპორციების შერევისა და სანელებლების დამატებით ქართული კერძები უნიკალურ გემოსა და არომატს იძენს. აქ ნებისმიერი გემოვნების ადამიანისთვის გამოიძებნება რამე მისთვის შესაფერი, ვინაიდან ქართული სამზარეულო მდიდარია როგორც ვეგეტარიანული, ასევე არავეგეტარიანული კერძებით; უხვად შეგხვდებათ მწარე და ნაკლებად მწარე, მჟავე, მარილიანი თუ ტკბილი კერძები.

ქართული ხაჭაპური

ქართველებს ხაჭოს ორცხობილა იგივე ხაჭაპური, არის პირველი, რაც უნდა გასინჯოთ ქართული ტრადიციული კერძებიდან. ეს ოქროსფერ-ყავისფერი, ყველით სავსე თხელი ღვეზელი ყველაზე გამოცდილი გურმანსაც კი გააოგნებს მისი არომატითა და გემოთი.

აღმოაჩინეთ ქართული სამზარეულოს საიდუმლო - ნიგოზი

ნიგოზი ქართული სამზარეულოს განუყოფელი ნაწილია და ის თითქმის ყველა ინგრედიენტთან ერთად გამოიყენება, ბოსტნეულიდან დაწყებული ხორცის ჩათვლით. უამრავი კერძია ქართულ სამზარეულოში, რომელთაც ზოგადად ფხალს უწოდებენ და რომლებიც ნიგვზისა და სხვადასხვა ბოსტნეულისგან მზადდება, როგორიცაა ისპანახი, მწვანე და წითელი ლობიო, ჭარხლის ფოთლები და ა.შ. არომატისათვის ამ კერძებს, ძმარს ნიორსა და ბროწეულის მარცვლებსაც უმატებენ. საქართველოში მოხვედრისას ნიგვზისა და სხვადასხვა ხორცეულის უამრავ კერძს შემოგთავაზებენ. საცივი - ქათამი ნიგოზში, ძირითადად განსაკუთრებულ დღეებში მზადდება, როგორებიცაა შობა, აღდგომა და სხვადასხვა წვეულება.

მწვადი – მაყალზე შემწვარი ხორცი

არ არსებობს ქართული სუფრა მწვადის გარეშე (მაყალზე შემწვარი უმეტესად ღორის, თუმცა იშვიათად - ხბოს ან ცხვირს ხორცი). მწვადის მთელი იდუმალება შესაწვავად გამოყენებულ ვაზის ღეროებშია, რომელიც განსაკუთრებულ და განსხვავებულ გემოსა და არომატს აძლევს ყველასთვის კარგად ნაცნობ და მარტივად მოსამზადებელ გრილზე შემწვარ ხორცს.

ღვინის სამშობლო

და ბოლოს - ქართული ღვინო! არსებობს უამრავი მტკიცებულება, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა. ღვინის უამრავი არსებობს და ადგილობრივებისათვის ღვინის წარმოება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტრადიციაა. ქართულ ღვინოს განსაკუთრებულ არომატს ის ჭურჭელი ანიჭებს, რომელშიც ღვინო მზადდება. "ქვევრი" - ეს არის მიწაში ჩაფლული თიხის ჭურჭელი, რომელსაც ოდითგანვე იყენებდნენ ყურძნის წვენისაგან ღვინის მისაღებად.

ქართული დესერტი

დესერტს ქართულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი აქვს. თუმცა, ადგილობრივი სამზარეულოსათვის ყველაზე თვალსაჩინო და უნიკალური მაინც გოზინაყია. ეს რომბის ფორმის ტკბილეულია, რომელიც ქართული სამზარეულოს ნამდვილ ბრილიანტს წარმოადგენს. ის თაფლისა და ნიგვზისაგან მზადდება მხოლოდ და მხოლოდ ახალ წელს! ჩურჩხელაც ასევე ნიგვზისაგან მზადდება (თუმცა ასევე იყენებენ თხილსა და ნუშს). ნიგვზები ძაფზეა ასხმული, რომელიც სპეციალურად მომზადებულ ყურძნის წვენისა და ფქვილის ნაზავშია ამოვლებული.

აგრეთვე წაიკითხეთ

მეტი საიტზე