კულინარიული შთაგონებები სომხური სამზარეულოდან

29.06.2012

სომხური სამზარეულო

ერთ-ერთი, რაც სომხურ სამზარეულოს დანარჩენი სამხრეთი კავკასიური სამზარეულოებისაგან განასხვავებს, ჯანმრთელი ინგრედიენტების მრავალფეროვნებაა. აქ ფართოდ გამოიყენება ბოსტნეული, პარკოსნები, მარცვლეული და რძის პროდუქტები, რაც სომხურ სამზარეულოს ნამდვილად უნიკალურს ხდის. ასე რომ, მწვადთან და თხელ ლავაშთან ასოცირებული ეს პატარა სამზარეულო თავისუფლად შეიძლება გახდეს კულინარიული შთაგონების წყარო მათთვის, ვისაც უყვარს ბოსტნეულის კერძები ან უბრალოდ ჯანმრთელად კვება.

სომხური კერძები, რომლებიც ჯანმრთელი ინგრედიენტებისგან შედგება:

ოსპის სალათი – ეს არის ყავისფერი ოსპის, პომიდვრისა და ხახვის ნაზავი ზეითუნის ზეთით, ლიმონის წვენითა და დაჭრილი ოხრახუშით შეზავებული. გემოს მრავალფეროვნებისათვის ასევე შეგიძლიათ დაუმატოთ ბადრიჯანი, თურქული ბარდა ან სხვა ნებისმიერი ბოსტნეული.

ბლგჰოურაპური

ეს ტკბილი, წვნიანი ყურძნის წვენში კანიანად მოხარშული ხორბალია. ის სუფრის ტკბილი ნაწილის შემადგენელია.
ჯაჯიკი იოგურტის, ნივრის სოუსისა და დაჭრილი კიტრისაგან მზადდება და ბევრად უფრო მარტივი და უჩვეულოა იმ სალათებს შორის რომელიც გაგისინჯავთ. მას ასევე შეგიძლიათ დაუმატოთ პომიდვრის სოუსი, ტაჰინი ან ლიმონის წვენი.

დძავარაპური – ეს წვნიანი შედგება კარტოფილის, კანიანი ხორბლისა და პომიდვრის პიურესაგან, რომელსაც მომზადების ბოლო მომენტში უმატებენ კვერცხის გულს.

სიმარტივე, მრავალფეროვნება, ორიგინალურობა – სომხურ სამზარეულოში უამრავი რამ შეიძლება მოგეწონოთ. ზემოთ აღწერილი კერძები ზედაპირული მიმოხილვაა ამ სამზარეულოში. თუ თქვენ სომხური სამზარეულოს სტილს ბოლომდე შეისწავლით, უამრავ კულინარიულ შთაგონებას აღმოაჩენთ, რომელიც გააორმაგებს თქვენი რეცეპტების არსენალს.

აგრეთვე წაიკითხეთ

მეტი საიტზე