ეს საიტი იყენებს ქუქიებს მონაცემების შესანახად. საიტის გამოყენების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ამ ფაილების გამოყენებას.
სიტყვა "ბოსტნეული" პირველად მე-15 საუკუნეში იქნა გამოყენებული - ის ყველანაირ მცენარეს აერთიანებდა. ის ლათინური სიტყვიდან vegetabilis მომდინარეობს, რომელიც “ზრდას”, “აყვავებას” ნიშნავს. ტერმინი ვეგი გამოყენებულ იქნა როგორც ბოსტნეულის (vegetables) შემოკლებული ვარიანტი სლენგში. სიტყვის ის მნიშვნელობა, რომლითაც ახლა ვიყენებთ (საკვებად ვარგისი მცენარე) მე-18 საუკუნემდე არ გამოიყენებოდა. ლეგალური ბოსტნეული ბოსტნეულს სულ ცოტა 4 მნიშვნელობა აქვს:
სასურსათო მაღაზიაში სიტყვები "ხილი" და "ბოსტნეული" მკვეთრად განსაზღვრულია; მცენარე, რომელსაც ხილს ვუწოდებთ, არასოდეს აგერევათ ბოსტნეულში და პირიქით. სიტყვას "ხილს" ზუსტი ბოტანიკური მნიშვნელობა აქვს, რომელიც მკვეთრად განსხვავდება მისი კულინარიული განსაზღვრებისაგან, ვინაიდან იგი მრავალ მომწამვლელ ხილსაც შეიცავს. ატამი, ქლიავი და ფორთოხალი ყველასათვის ხილია, თუმცა ბოტანიკურად ბადრიჯანს, ბულგარულ წიწაკას და პომიდორსაც ხილი ეწოდება ერთი და იგივე მცენარე სხვადასხვა ქვეყანაში შეიძლება სხვადასხვაგვარად იყოს აღქმული - როგორც ხილი ან როგორც ბოსტნეული. ამის მაგალითია ავოკადო, რომელსაც ბრაზილიაში შაქართან ერთად მიირთმევენ და დესერტად ითვლება, ხოლო სხვა ქვეყნებში მას სალათებისა და საწებლებისათვის იყენებენ და მოიხსენიებენ როგორც ბოსტნეულს.