ეს საიტი იყენებს ქუქიებს მონაცემების შესანახად. საიტის გამოყენების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ამ ფაილების გამოყენებას.
მაკარონის სახეობების უკიდეგანო რაოდენობა არსებობს მხოფლიოში. ჩვენ მოკლედ მოგითხრობთ მაკარონის ნაირსახეობების შესახებ, რომელთა შორისაც აუცილებლად იპოვით თქვენთვის საუკეთესოს.
სპაგეტი უდავოდ პასტის ყველაზე გავრცელებული სახეობაა მსოფლიოში. ეს გრძელი და თხელი მაკარონი ხშირად გამოიყენება როგორც ძირითადი კერძი. ის შეუდარებელია პომიდვრის სხვადასხვა სოუსებთან და ხორცთან ერთად. ბაფთა (Farfalle). "Farfalle" იტალიურად პეპელას ნიშნავს და პასტასაც მისი ფორმა აქვს. ის არაჩვეულებრივია ნებისმიერ სოუსსა თუ მსუბუქ სალათთან ერთად და ამასთან საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურება თეფშზე. კალამარი (Calamari). მისი ფორმა და სახელწოდება ჩვენთვის ყველასთვის კარგად ნაცნობი ზღვის დელიკატესის - კალმარის მსგავსია. მას ძირითადად ბოსტნეულთან, სოუსებთან და თევზთან ერთად მიირთმევენ. ლაზანია (Lasagne) სხვებთან შედარებით გაცილებით დიდი ზომისაა. ის ბრტყელი, მართკუთხა ფორმისაა. მომზადებისას, როგორც წესი რამოდენიმე ცალ ლაზანიას ნაჭერს იყენებენ და ავსებენ მას სხვადასხვა გემრიელი გულსართით, როგორიცაა კვერცხი, ხორცი და ბოსტნეული. კანელონი (Cannelloni) სქელი, ნახვრეტიანი მილებია, რომელთა დიამეტრი 1.5-2 სმ-ია. მას აცხობენ ღუმელში პომიდვრის სოუსით და მიირთმევენ ყველთან, ისპანახთან ან ხორცთან ერთად. პენე (Penne) კიდევ ერთი ფართოდ გავრცელებული მაკარონის სახეობაა. იტალიურად "Penne" კალამს ნიშნავს. მას ირიბად წაკვეთილი მილის ფორმა აქვს. პენეს ძირითადად სალათებსა და ტაფამწვარებისათვის იყენებენ.