ეს საიტი იყენებს ქუქიებს მონაცემების შესანახად. საიტის გამოყენების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ამ ფაილების გამოყენებას.
ცეხვილი მარცვლის მაკარონი - ამ სახელწოდებით არსებული მაკარონი მაღალ სიჩქარეზე დაფქვილი ცეხვილი მარცვლით მზადდება. ეს შესაძლოა მომზადდეს ხორბლის (პასტას მოყავისფრო-მოყვითალო ფერი აქვს) ან ჭვავის ფქვილით (პასტას მუქი ყავისფერი ფერი აქვს). ცეხვილი ხორბლის მარცვლის პასტა უფრო მეტ მინერალებსა და ვიტამინებს შეიცავს, ვიდრე კლასიკური. ბრინჯის ატრია ბრინჯის ფქვილით მზადდება. ის ძირითადად სახამებელს შეიცავს და გლუტეინისგან და ცხიმისგან თავისუფალია. ის ძალიან პოპულარილია აზიაში, ძირითადად კი ჩინეთში. მას ქათამთან, ზღვის პროდუქტებთან ან ბოსტნეულთან ერთად მიირთმევენ. ასევე შესანიშნავია აზიური წვნიანისათვის. სოიოს მაკარონი - ლოგიკურად ის სოიოსგან უნდა მზადდებოდეს, მაგრამ ეს ასე არაა. რეალურად ის მანგისაგან მზადდება (პარკოსანთა ნაირსახეობა) და დაახლოებით 10% ცილას შეიცავს. ის უგლუტეინოა. მას ძირითადად მიირთმევენ წვნიანებთან, საგაზაფხულო ხვეულებთან, ღორის ან საქონლის ხორცთან და ბოსტნეულთან ერთად. სიმინდის მაკარონი - ყვითელი ფერისაა და სიმინდის ფქვილისაგან მზადდება. ის ბოჭკოთი და B, E და A ვიტამინით მდიდარია. ასევე ის შეიცავს მაგნიუმსა და კალიუმს. ის ერთ-ერთ ყველაზე ჯანმრთელ პროდუქტად ითვლება. ის განსაკუთრებით გემრიელია მექსიკურ სალათებთან და ლობიოსთან ერთად.