მარილი ყოველდღიურ რაციონში - რამდენად სასარგებლოა ჯანმრთელობისათვის?

18.06.2015

მარილი ნატრიუმის იონების ძირითადი წყაროა, რომელიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ორგანიზმში მიმდინარე პროცესებში. ის ინარჩუნებს ნორმალურ არტერიულ წნევას, არეგულირებს წყლის ოდენობას და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. აბა რაღატომ აქვს მარილს ასეთი ცუდი რეპუტაცია? კვლევებით დასტურდება, რომ სტანდარტული რაოდენობით მიღებისას მარილის რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება მის ნორმას. მარილის არასწორად გამოყენება აზიანებს ორგანიზმს და უარყოფითად აისახება ჯანმრთელობაზე. მარილის ზედმეტი რაოდენობა იწვევს არტერიულ ჰიპერტონიას და შესაბამისად ზრდის გულის ინფარქტების რიცხვს. ზედმეტი მარილი იწვევს ორგანიზმში წყლის შეკავებას, რასაც შედეგად მოყვება ფეხების შეშუპება და სიმძიმის შეგრძნება. ამასთან, ირღვევა ცილების მეტაბოლიზმი. თუ შეამცირებთ მარილის მიღებას ის დადებითად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე. როგორ დავაღწიოთ თავი მარილის "მახეს"? პირველ რიგში ეტაპობრივად შეამცირეთ გამოყენებული მარილის რაოდენობა თქვენს საკვებში. ამასთან, შეამცირეთ ნახევარ-ფაბრიკატების, მიკროტალღურ ღუმელში მომზადებული და დაკონსერვებული საკვების წილი თქვენს რაციონში. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ მარილის შემცვლელები, რომელთაგან ყველაზე პოპულარულია გამხმარი სანელებლები: როზმარინი, რეჰანი, ველური თავშავა და ქონდარი.

სიფრთხილით გამოიყენეთ მარილი, დაიცავით თქვენი ჯანმრთელობა.

აგრეთვე წაიკითხეთ

მეტი საიტზე