ეს საიტი იყენებს ქუქიებს მონაცემების შესანახად. საიტის გამოყენების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ამ ფაილების გამოყენებას.
დაჭერით კანგაცლილი გოგრა პატარა ნაჭრებად, მოათავსეთ პირექსის საცხობ ტაფაში, დაუმატეთ ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი და შედგით წინასწარ გახურებულ ღუმელში. ხშირად ურიეთ და ღუმელში დატოვეთ 15-20 წუთის განმავლობაში. აიღეთ საქონლის ხორცი და გაჭერით ორ გრძელ ნაჭრად, მოაყარეთ თაქო- სანელებელი ან მოამზადეთ ის თავად: ერთმანეთში აურიეთ ველური თავშავა, მაიორანი, ბაზილიკი, წითელი წიწაკა, კვლიავი, ხმელი ქინძი და მარილი. შეაზავეთ ორივე მხრიდან და შეწვით ზეითუნის ზეთში. გადმოიღეთ ხორცი თეფშზე და დატოვეთ გასაგრილებლად. გაჭერით ლაიმი ორ ნაწილად და შეწვით ხორცის მორჩენილ ცხიმში. აიღეთ ბონდუელის წითელი ლობიო, გადაუწურეთ სითხე და ჩადეთ სასალათე ჯამში. წვრილად დაჭერით მწვანე ხახვი, ქინძი და ნიორი და დაუმატეთ ლობიოს. ასევე დაუმატეთ სიმინდი და გამომცხვარი გოგრა. ამის შემდეგ დაჭერით უკვე გაგრილებული ხორცი პატარა მოგრძო ნაჭრებად და აურიეთ ყველაფერი კარგად. მიირთვით მექსიკური სალათი ლაიმის ნაჭრებთან ერთად და დატკბით ჯანმრთელი ცხოვრებით!