მექსიკური სამზარეულო

14.09.2009

ხორცისა და სიმინდის ხალხი

ესპანელების მოსვლამდე მექსიკაში მთავარი საკვები სიმინდი იყო. მაიას ტომების მითოლოგიის მიხედვით, ადამიანი სიმინდისა და ღმერთების სისხლის ნაზავისაგან შეიქმნა. ამის გამო სიმინდს ღვთაებრივის სტატუსი ჰქონდა. სიმინდის მასა პურისა და ნამცხვრების ძირითადი ინგრედიენტი გახდა.
Wonderful Mexican beans recipes

ტორტილა თუ ნაჩო?

სიმინდის მასა გამოიყენება ტორტილას - მექსიკური პურის მოსამზადებლად. ცომის მოსამზადებლად, მშრალი მარცვლები მომზადებამდე უნდა გაჯირჯვდეს თბილ კალციუმიან წყალში მთელი ღამის განმავლობაში. მომდევნო დღეს მარცვლები უნდა გადაიწუროს, გაირეცხოს და შემდეგ დაიფქვას. ასეთ პასტას აძლევენ თხელი ჩიფსის ფორმას და აცხობენ თიხის ჭურჭელში. ტორტილას კიდევ ერთი სახეობაა ტოტოპოსი - ნაჭრებად დაჭრილი თხელი ჩიფსები, რომელიც დაფქვილი სიმინდისაგან, მარილისა და წიწაკისაგან მზადდება. ამერიკაში ის საკმაოდ პოპულარული გახდა „ნაჩოს“ სახელწოდებით.

ლობიოს მაჩო

მექსიკა 20-ზე მეტი სახეობის ლობიოს სამშობლოა. ლობიოსა და სიმინდის კომბინაცია ორგანიზმს შეუცვლელი ამინომჟავებით ამარაგებს. ლობიოს არომატული მცენარეებით აზავებენ.

ცეცხლოვანი ტემპერამენტის საიდუმლო...

მექსიკაში წიწაკა იყო, არის და იქნება სუნელების დედოფალი. მექსიკელებისათვის წიწაკის გარეშე ნებისმიერი სადილი დაუმთავრებელია. უმეტესწილად ისინი წიწაკის სოუსებს ამზადებენ: დაკეპილი წიწაკა მწვანე ან წითელი პომიდვრით, გასქელებული გოგრის ან მზესუმზირის თესლების, არაქისის ან კაკაოს პასტით და შეზავებული ყველანაირი სუნელებით. წიწაკის 90-მდე სახეობა არსებობს, მათი ფერის, ფორმისა და გემოს მიხედვით.

აგრეთვე წაიკითხეთ

მეტი საიტზე